რობინ დანიგანი - საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები

საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის მანძილზე ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა პარლამენტში განაცხადა.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ელჩმა განაცხადა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს და მისი, როგორც ელჩის მოვალეობაა, ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს.
„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო წითელი არმიის მიერ საქართველოს ტრაგიკული ანექსიის დღე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არცერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. შევხვედრივარ ძალიან ბევრ ქართველს, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა აშშ-საქართველოს პარტნიორობით – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები. აშშ-მა ხელი შეუწყო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლების მიღებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. რომ გადავხედოთ ამ 32 წელს, აშშ არის თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხარდამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.
ნანახია: 753
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss