თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე ვიდეომიმართვა გააგზავნა

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: „ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ადრე სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დამყარებისთვის“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
უკრაინა-სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე გაგზავნილ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ერდოღანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა თურქეთის მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ხაზგასმით თქვა, რომ იგი ყველა ღონეს ხმარობს ყირიმელი თათრების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ის ინარჩუნებს თავის შეხედულებას, რომ დიპლომატიას და დიალოგს უნდა მიეცეს შანსი, რომ დასრულდეს ომი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით.
„ჩვენ ასევე მზად აღვადგინოთ მოლაპარაკების მაგიდა, რომელიც ადრე სტამბოლში შევქმენით მშვიდობის დამყარებისთვის. ამ მიზნით ვიმედოვნებ, რომ სოლიდარობის სული, რომელიც გაცოცხლდა ჩვენს საერთო გეოგრაფიაში, ბალკანეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის პროცესით, გავრცელდება ჩვენს ახლომდებარე გეოგრაფიაშიც“. - თქვა მან.
ერდოღანმა მთელი გულით მიულოცა სამიტის მასპინძელ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამას თაოსნობით ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მის ორგანიზებაში.
ნანახია: 677
მსგავსი სიახლეები

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს
დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა
პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს
FBI ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირის ფოტოებს აქვეყნებს

11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტიდან 24 წელი გავიდა
clickss