ახალი კვლევა შეისწავლის საჯარო მოხელეთა დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ

29 თებერვალს, 14:30 საათზე სასტუმროში ‘სტამბა’ (მერაბ კოსტავას ქუჩა 14, თბილისი) გაიმართება ახალი კვლევის წარდგენა „რას ფიქრობენ საჯარო სექტორში ადამიანის უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე“.
კვლევა განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან თანამშრომლობით და დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის, ნორვეგიისა და შვედეთის მხარდაჭერით. კვლევა განახორციელა ორგანიზაციამ 'Applied Research Company' (ARC).
კვლევა მიმოიხილავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მოსაზრებებს მათი სამუშაო პირობების შესახებ, შეისწავლის საჯარო მოხელეთა აღქმებსა და დამოკიდებულებებს ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და გამოავლენს არსებულ გამოწვევებს საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობისა და საჯარო სექტორში არსებული მიდგომებისა და პრაქტიკის მხრივ.
ღონისძიებას დაესწრებიან:
· მაია დვალიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის მოადგილე
· დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
· ნიკო თათულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში
· ნიკოლას სენდროვიჩი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობისა და განვითარების სექციის ხელმძღვანელი
· კრის რეილი, დიდი ბრიტანეთის საელჩოს პროგრამების ხელმძღვანელი
· რებეკა ლი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე საქართველოში
ნანახია: 1228
მსგავსი სიახლეები

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე
გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად
clickss