საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის ფარგლებში, შეხვედრა გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მურატ ნურთლეუსთან. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღნიშნეს ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და ბოლო წლებში გააქტიურებული მაღალი დონის ვიზიტების დინამიკა.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას, აღინიშნა, რომ 2023 წელს, თბილისში წარმატებით ჩატარდა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გაზრდილ სავაჭრო ბრუნვაზე. განხილული იყო ინვესტიციების და ტურიზმის მიმართულებით არსებული მაჩვენებლები. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველო-ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის საქმიანობას. ამასთან მხარეებმა ისაუბრეს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობაზე.
მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მნიშვნელოვანი საკითხთან დაკავშირებით.
ილია დარჩიაშვილმა მურატ ნურთლეუ თბილისში მოიწვია.
ილია დარჩიაშვილი 26-27 თებერვალს ვიზიტით ქ. ჟენევაში იმყოფება. მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 55-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.
ნანახია: 796
მსგავსი სიახლეები

ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია
ჩვენი კოალიციის გარეთ დარჩენილი ლიდერიც დააპატიმრეს. ახლა უკვე ოთხივე ციხეში ვართ - ნიკა გვარამია

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს
ბრიტანეთის საელჩო: ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ პირად თავდასხმებს

ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები
ირაკლი კობახიძე-ყოფილი მინისტრის დაკავება სამწუხაროა, თუმცა ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალურები

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss