2025-05-09

18:36

VIDEO/თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის გენერალს შეხვდა

სამხედრო
27-02-2024 11:23

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ევროპული სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკის, სტრატეგიისა და შესაძლებლობების დირექტორს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა გენერალ-მაიორ დანიელ ლასიკას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვანი წვლილი. თავდაცვის მინისტრმა და გენერალ-მაიორმა დანიელ ლასიკამ საქართველოში მრავალეროვნული სამხედრო სწავლებების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი დანიელ ლასიკა თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 16:49
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!

ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

2025-05-08 15:40
სამხედრო

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

2025-05-08 15:31
სამხედრო

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს

კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

2025-05-08 11:51
სამხედრო

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა

საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

2025-05-05 12:02
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები