ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან აამოქმედა.
ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
ნანახია: 1312
მსგავსი სიახლეები

სპორტის მინისტრმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სინოლოგიის მიმართულების ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვ
ახალი წიგნის "ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები" პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოში სხვადასხვა საზოგადოებრივი

ჩინეთის ელჩი საქართველოში ახალგაზრდობის სააგენტოს ეწვია და ახალგაზრდული პარლამენტის სტუდენტებს შეხვდ
დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი ეწვია ახალგაზრდობის სააგენტოს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The China Food
ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის მსგავსი
clickss