ევროკავშირი საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და ოთხმა ქართულმა ორგანიზაციამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად ახალი პროექტი დაიწყეს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი და სტუდია მონიტორი განახორციელებენ.
პროექტის მთავარი მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სასამართლო რეფორმების მხარდაჭერას დაეთმობა. დასახული ამოცანები შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირების, შეფასებებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების გზით მიიღწევა.
„სამოქალაქო საზოგადოება წარმოადგენს მომწიფებული დემოკრატიის მნიშვნელოვან აქტორს, რომელიც მთავრობას ანგარიშვალდებულს ამყოფებს და მას არსებით წინადადებებს სთავაზობს. საქართველოსთან დაკავშირებით ეს მოიცავს არა მხოლოდ ცხრა პირობის განხორციელების ზედამხედველობას, არამედ რეფორმებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას და ევროინტეგრაციაში რეალური სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფას“, — განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და ის 2026 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.
დამატებითი ინფორმაცია
ნანახია: 1060
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაი
შეხვედრისას ანრი ოხანაშვილმა და ალი ქაან ორბაიმ ყურადღება გაამახვილეს უსაფრთხოების თვალსაზრისით

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

მაშველებმა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავ
სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად
clickss