2025-09-18

21:41

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

მსოფლიო
22-02-2024 11:55

ამერიკის შეერთებული შტატები /აშშ/ პარასკევს გამოაცხადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხისმგებლობას აკისრებს ციხეში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილზე. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ კირბიმ ონლაინ პრესკონფერენციაზე ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები შეაფასა.

კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთმა რა გზავნილიც არ უნდა მისცეს მსოფლიოს, ის არის პასუხისმგებელი ნავალნის სიკვდილზე.

"პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი მთავრობა პასუხისმგებელნი არიან ნავალნის სიკვდილზე. საპასუხოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მითითებების შესაბამისად, ჩვენ გამოვაცხადებთ მასშტაბური სანქციების პაკეტს პარასკევს“. - აღნისნა კირბიმ.

მან არ ისაუბრა პაკეტის შინაარსზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ პაკეტით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ნავალნის სიკვდილზე, ასევე მის 2 წლიანი თავდასხმებზე უკრაინაში.

ჯონ კირბის თქმით, ისინი ელიან, რომ ახალი მხარდაჭერის პაკეტს კონგრესი მიიღებს უმოკლეს ვადაში კიევის მხარდასაჭერად.

რუსეთის ფედერალურმა ციხის სამსახურებმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ მსჯავრდებული ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა ციხეში, სადაც ის იმყოფებოდა და სიკვდილის მიზეზს გამოიძიებენ.

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 11:11
მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

2025-09-17 16:28
მსოფლიო

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

ევროპარლამენტი უკრაინაში მუდმივ წარმომადგენლობას გახსნის

2025-09-15 09:37
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

დონალდ ტრამპი - მზად ვარ რუსეთს სანქციები დავუწესო, მაგრამ ევროპამ თავისი ნაბიჯები უნდა გაამკაცროს

2025-09-12 11:42
მსოფლიო

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

პრინცი ჰარი კიევში ჩავიდა

2025-09-12 10:10
მსოფლიო

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარი ჩაკეტა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები