2025-06-03

07:01

სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ესტუმრა

ბიზნეს ნიუსი
22-02-2024 11:04
2024 წლის 21 თებერვალს ქ. სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე და თურქეთის პალატათა და ბირჟათა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე სალიჰ ზეკი მურზიოღლუ სამსუნის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველთა საბჭოს წევრებთან ერთად DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძეს ეწვია.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს თურქეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საქართველოს საინვესტიციო გარემო და უცხოური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.
შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბათუმში გაცნობითი ხასიათის ვიზიტით თურქეთის ქალაქ სამსუნის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე იმყოფება. მას თან ახლავს ბიზნესმენები, რომლებიც რეგიონის საინვესტიციო გარემოს ეცნობიან. ოსმან მჟავანაძის ინფორმაციით, ქალაქ სამსუნის სავაჭრო პალატის წევრები ძირითადად სოფლის მეურნეობით ინტერესდებიან. მათ სტუმრებს უჩვენეს ასევე ვიდეო-რგოლები აჭარაზე, რათა უფრო მეტი გაეგოთ ტურისტული პოტენციალისა და სამომხმარებლო ბაზრის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

21 Şubat 2024 tarihinde Türkiye Odalar ve Borsalar Birliği Yönetim Kurulu Başkan Yardımcısı ve Samsun Ticaret ve Sanayi Odası Yönetim Kurulu Başkanı Sayın Salih Zeki MURZİOĞLU, Samsun Ticaret ve Sanayi Odası Yönetim Kurulu Üyeleri ile birlikte DEİK Türkiye-Gürcistan İş Konseyi ve Gürcistan Uluslararası Yatırımcılar Derneği Başkanı Osman Çalışkan Mzhavanadze’yi makamında ziyaret etti.
Görüşmede taraflar, Türkiye ile Gürcistan arasındaki ticari ve ekonomik ilişkileri, Gürcistan'ın yatırım ortamı ve yabancı yatırım yapma imkanları ele aldılar.
Ziyaretin sonunda taraflar birbirlerine hediye takdim ettiler.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1054

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები