2025-01-17

23:02

UNDP და შვედეთი ხელს უწყობენ ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებას პოლიტიკურ პარტიებში

ბიზნეს ნიუსი
21-02-2024 16:37

მეტი გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში!

თბილისი. 21 თებერვალი 2024 – საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვედეთის მხარდაჭერით, ხელს უწყობს პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობისა და შესაბამისი შიდაპარტიული პოლიტიკის გაძლიერებას პოლიტიკოს ქალთა ჩართულობის წახალისებისთვის.

UNDP-სა და შვედეთის დახმარებით, პოლიტიკური პარტიებისთვის ტარდება კონსულტაციები და ტრენინგი, რომელთა მიზანია შიდაპარტიულ პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის გათვალისწინება და პარტიის წევრებისთვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნა.

UNDP და შვედეთი ასევე ხელს უწყობენ პარტიების შიგნით ქალთა ორგანიზაციების ჩამოყალიბებას და არსებული ორგანიზაციების განვითარებას. 2022 და 2023 წლებისთვის, ქალთა ორგანიზაციები უკვე შეიქმნა და აქტიურად ფუნქციონირებს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაში, რომელთა შორისაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნება“. 2024 წელს, ასევე იგეგმება მსგავსი შიდაპარტიული სტრუქტურების შექმნა სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც.

ანა ლიბერგმა, შვედეთის ელჩმა საქართველოში, აღნიშნა, რომ ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკურ წარმომადგენლობაში, რადგან მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. თუმცა, საქართველოში, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში კვლავ დაბალია და ერთ მეხუთედს არ აღემატება. „პოლიტიკურ პარტიებს ძალა შესწევთ, რომ ეს ვითარება შეცვალონ, თუკი შესაბამის შიდაპარტიულ გენდერულ პოლიტიკას გაატარებენ და პოლიტიკოს ქალთა თანასწორობას უზრუნველყოფენ“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა.

„სავალდებულო საარჩვენო გენდერული კვოტა მნიშვნელოვნად აძლიერებს ქალთა პოლიტიკურ ჩართულობას, რასაც როგორც ამომრჩევლები, ისე თავად პოლიტიკური პარტიები მიესალმებიან. თუმცა, ამ მექანიზმის სრულად გამოყენებისთვის, პარტიებმა უფრო აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგან კანდიდატ ქალთა დაინტერესების, ჩართულობისა და წახალისების მიმართულებით,“ - აღნიშნა დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

2022 წელს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით განხორციელდა, აღწერს სავალდებულო გენდერული კვოტების ზეგავლენას საქართველოს საარჩვენო ლანდშაფტზე. კვლევის მიხედვით, გენდერულმა კვოტირებამ პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა დაიმსახურა, თუმცა პოლიტიკაში რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევა შიდაპარტიული დემოკრატიული მექანიზმების გაძლიერებასაც მოითხოვს.

კვლევაში მოყვანილია პოლიტიკური პარტიებისთვის განკუთვნილი რეკომენდაციები ნიჭიერი და აქტიური პოლიტიკოსი ქალების ხელშეწყობისთვის, რომლებიც მანამდე მხოლოდ პარტიულ საქმიანობას ეწეოდნენ და პოლიტიკურ როლებს არ ასრულებდნენ.             

დამატებითი ინფორმაცია:

შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ხელს უწყობს საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევას როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ დონეზე. პროგრამას ახორციელებს გაეროს სამი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია.

 

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები