2025-06-03

07:51

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, ლაგოდეხში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა

ბიზნეს ნიუსი
21-02-2024 12:45
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით, ლაგოდეხში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე გაიხსნა!
მოქალაქეთა მომსახურების სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით. სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მოქალაქეთა მისაღების გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
,,მოსახლეობაზე ორიენტირებული მომსახურების მიღებისთვის არაჩვეულებრივი სივრცე გაიხსნა კიდევ ერთ მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქემ მუნიციპალური სერვისები მიიღოს ერთი სივრციდან, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვას შეუწყობს ხელს. არის დამატებითი სერვისები, რომელიც მოსახლეს ჭირდება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში კომფორტულად იცხოვროს, შეიქმნას ის გარემო რომელიც მისთვის არის მისაღები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია განვითარდეს და დასაქმდეს“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 47 550 ლარი შეადგინა
მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცის ამოქმედება მიზნად ისახავს, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები