2025-10-23

02:36

EBRD და ევროკავშირი საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის განახლებას უჭერენ მხარს

ბიზნეს ნიუსი
20-02-2024 12:57

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის — ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის სუვერენული სესხის სახით 28 მილიონ ევროს გაიღებს. 

ელექტროსადგურის მმართველი კომპანიის, „ენგურჰესისთვის“ გამოყოფილ ამ თანხას ევროკავშირისგან 7.05 მილიონი ევროს ოდენობის გრანტიც დაემატება. 

ფინანსური პაკეტი მოხმარდება ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის გაწეულ გრძელვადიან სამუშაოებს, რაც მიწისქვეშა გვირაბისა და მილსადენის შეკეთებას მოიცავს. გარდა ამისა, შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და იწარმოება დამატებითი განახლებადი ენერგია. 

თანხა ასევე მოხმარდება ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, როგორიცაა გზები კაშხლის მონიტორინგისთვის. ენგურის კაშხლის ქვედა დინების მიმართულებით კი თევზსავალი შეიქმნება. 

1970-იან წლებში აშენებული ენერგეტიკული კომპლექსი, რომელიც ენგურჰესსა და ვარდნილჰესების კასკადს მოიცავს, ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს აკმაყოფილებს. ეს მას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უმნიშვნელოვანეს ობიექტად აქცევს.

EBRD ენგურჰესის რეაბილიტაციაში 1998 წლიდანაა ჩართული. მისი დახმარებით მცირდება საქართველოს დამოკიდებულება ელექტროენერგიის იმპორტზე, უმჯობესდება ენერგოუსაფრთხოება და ხელი ეწყობა ელექტროენერგიის მწვანე და მდგრად გამომუშავებას. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უკან დაბრუნება

ნანახია: 1143

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები