2025-10-13

23:00

აშშ-მა ჰუსიტებზე 5 თავდასხმა განახორციელა

მსოფლიო
19-02-2024 12:40

აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ 5 თავდაცვითი დარტყმა განახორციელა იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუტისებზე. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იტყობინება.

განცხადება CENTCOM-მა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე გააკეთა და მასში აღნიშნულია, რომ CENTCOM-მა გუშინ, ადგილობრივი დროით 15.00-დან 20.00 საათამდე, დედაქალაქ სანააში, 5 თავდაცვითი თავდასხმა განახორციელა ჰუსიტების კუთვნილ სამიზნეებზე.

იქვე აღნიშნულია, რომ თავდასხმის სამიზნე იყო 3 გემსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა, უპილოტო წყალქვეშა მანქანა (UUV) და უპილოტო ზედაპირული მანქანა (USV), რომლებიც მოძრაობდა ჰუსიტების კონტროლის ქვეშ მყოფ ადგილებში და დაფიქსირდა, რომ ჰუსიტებმა 23 ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოიყენეს უპილოტო წყალქვეშა მანქანა UUV.

ჰუსიტების მიერ კონტროლირებადმა ტელევიზიამ ალ-მასირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუშინ აშშ-ისა და ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა 5 საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჰოდეიდას ალ-სალიფის რაიონში რაის ისას რეგიონში.

იემენში, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა, ღაზაში ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ 31 ოქტომბერს დაიწყეს იემენის სანაპიროებთან სავაჭრო გემების დაკავება, რომლებიც, მათი თქმით, დაკავშირებული იყვნენ ისრაელის კომპანიებთან და ზოგიერთ მათგანზე შეტევა მოაწყვეს უპილოტო საჰაერო აპარატებითა და რაკეტებით.

აშშ-ს ძალებმა განაცხადეს, რომ ამ პერიოდში არაერთხელ ჩამოაგდეს იემენიდან გასროლილი რაკეტები და კამიკაძე დრონები.

გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან და თავაზობს უმოკლეს გზას ევროპასა და აზიას შორის.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები