2025-01-17

22:16

ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე: „ტექსტილის ინდუსტრიაში დიაგონალური კუმულაციით სარგებლობამ ექსპორტი გაზარდა. გვინდა, რომ ავეჯის სფეროში ჩართული თურქი ინვესტორებიც მოვიზიდოთ“

ბიზნეს ნიუსი
19-02-2024 12:06

გასულ წელს საქართველოში წარმოებული 141 მილიონი აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა ექსპორტზე. ქართული წარმოების ტანსაცმელი ძირითადად თურქეთში იგზავნება და აღნიშნული სტატისტიკა მზარდია. ტოპ-10 კომპანიას შორის, რომლებმაც 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ტანსაცმლის ექსპორტი განახორციელეს, უმრავლესობა თურქეთთან არის დაკავშირებული. 

DEIK-ის თურქეთ-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დიაგონალურმა კუმულაციამ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის, რომელიც რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება უფრო მეტად შესაძლებელი გახადა.

„ტექსტილის ინდუსტრიაში კომპანიებმა როგორც კი დაიწყეს დიაგონალური კუმულაციის შესაძლებლობით სარგებლობა ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს რა თქმა უნდა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ საქართველოში თურქული ნედლეულით ნაწარმოები სამრეწველო პროდუქცია უკვე პირდაპირ გადის ევროკავშირში. ამ შეთანხმების ფარგლებში ნედლეული შემოდის ქვეყანაში, რომელიც აქ დამუშავდება და შემდეგ Made in Georgia-ს მარკით ევროპაში გადის, იქმნება ერთობლივი საწარმოები და ა.შ. რადგან ევროკავშირთან ვაჭრობაში საქართველოს კვოტა არ აქვს, თურქეთის ინტერესშია მისი ნედლეული აქ დამუშავდეს და ევროპის ბაზარზე გავიდეს. დიდი იმედი გვაქვს და ვმუშაობთ თურქეთში ინვესტორებთან, რომ სხვა სექტორებმაც გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, მაგალითად ავეჯის და სამშენებლო მიმართულებით, რა ნედლეულიც საქართველოში არ გვაქვს.

თურქი ბიზნესმენები როდესაც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ, პირველ რიგში, ჩვენთან მოდიან. ჩვენ ვართ ხიდი თურქ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის - ჩვენი მისიაა, თურქ ინვესტორებს საქართველოში ინვესტიციის სწორად დაბანდებაში დავეხმაროთ.

აქედან გამომდინარე, ახლა გვინდა, რომ ავეჯის და სამშენებლო სფეროში ჩართული თურქი ინვესტორები მოვიზიდოთ. აქ ნედლეული ძირითადად იმპორტირებულია, დიაგონალური კუმულაციით კი მწარმოებლებს გაუჩნდათ დიდი პერსპექტივა წარმოებები გაზარდონ და გავიდნენ ევროკავშირის ბაზარზე. თურქმა ბიზნესმენებმა, არა მარტო ინვესტიცია უნდა განახორციელონ საქართველოში, აქ ერთ-ერთი მთავარია ლოგისტიკა, საქართველოში ნაწარმი პროდუქცია შესაძლებელია მეორე დღეს სტამბოლში იყოს, შემდეგ კი ევროპაში გაიგზავნოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. აქედან გამომდინარე დაინტერესება არის და ამ მიმართულებით 2024 წელს კიდევ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ“, - ამბობს ოსმან ჩალიშქან/მჟავანაძე.

თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო  (DEIK) დაარსდა 1985 წელს. იგი არეგულირებს თურქეთის კერძო სექტორის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვას, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ამოქმედებული დიაგონალური კუმულაციის თანახმად, თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული სამრეწველო (გარდა სასოფლო-სამეურნეოსი) პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით არის შესაძლებელი.

წყარო: https://commersant.ge/news/economic/adgilobriv-eqsportshi-rusetis-da-chinetis-tsili-shemtsirda-ukrainis-gaizarda

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები