ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი და ბიპი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი თავიანთი ბიზნესსაქმიანობის შედეგებს აქვეყნებენ
ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი და ბიპი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი თავიანთი ბიზნესსაქმიანობის შედეგებს აქვეყნებენ პრესრელიზის სახით. ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს ოპერატორი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მმართველი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და სამხრეთ კავკასიის მილსადენების საერთო ოპერატორია. ბიპი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი შაჰ დენიზის საბადოს ოპერატორია. თითოეული ამ საწარმოთაგანი გვაწვდის მათი პროექტების შესაბამის ინფორმაციას, და აკეთებს განცხადებებს თავიანთი პროექტების შესახებ
ინფორმაცია ბიზნესსაქმიანობის შესახებ
2023 წლის შედეგები
2024 წლის 12 თებერვალი
აზერი-ჩირაგ-გუნაშლი (ACG)
ACG-ის წილობრივი მონაწილეობა: bp (30.37%), SOCAR (25.0%), MOL (9.57%), INPEX (9.31%), Equinor (7.27%), ExxonMobil (6.79%), TPAO (5.73%), ITOCHU (3.65%), ONGC Videsh Limited (OVL) (2.31%).
ბიპი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედი ACG-ის ოპერატორია, ACG-ის პროდუქციის წილობრივი განაწილების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეების სახელით.
2023 წლის განმავლობაში, ACG-ის საქმიანობის ფარგლებში, ბიპი-ს და მისი პარტნიორების საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 504 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო კაპიტალური დანახარჯი კი 1,518 მილიონი აშშ დოლარი იყო.
წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში, Azeri Central East-ის (ACE) პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, ბიპი-ს სხვა პროექტების მსგავსად.
2023 წელს, ACE-ის პლატფორმის გარსაცმი აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს ტერიტორიაზე წლის ქვეშ 137 მეტრის სიღრმეზე დამონტაჟდა. გარსაცმი 16 მარტს დამონტაჟებამდე იქნა შემოწმებული.
2023 წლის ბოლოს ACE პროექტის საერთო სამუშაოების 97% დასრულდა.
წარმოება
2023 წლის მესამე კვარტალში ACG-მ გააგრძელა უსაფრთხო და საიმედო წარმოება. მთლიანად ACG-მ წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში საშუალოდ დღეში 363,000 ბარელი ნავთობი აწარმოა. (ჯამში 133 მილიონი ბარელი ანუ 18 მილიონი ტონა) შემდეგი პლატფორმებიდან: ჩირაგიდან (23000 ბ/დ), ცენტრალური აზერიდან (96000 ბ/დ), დასავლეთ აზერიდან (86000 ბ/დ), აღმოსავლეთ აზერიდან (58000 ბ/დ), გუნეშლის ღრმაწყლებიდან (67000 ბ/დ) და დასავლეთ ჩირაგიდან (33,000 ბ/დ).
12 დეკემბერს აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადომ დასავლეთ აზერის პლატფორმიდან 1 მილიარდი ბარელი ნავთობის წარმოება აღნიშნა.
წლის ბოლოს, 137 ჭაბურღილი აწარმოებდა ნავთობს, აქედან 45 ჭაბურღილი წყლის და რვა კი გაზის ინიექციისათვის იყო გამოყენებული.
ბურღვა და პროექტების დასრულება
2023 წლის განმავლობაში, ACG-მ რვა ნავთობის მწარმოებელი, ექვსი წყლის და ერთი გაზის ინიექციის ჭაბურღილი დაასრულა.
ასოცირებული გაზი
2023 წლის განმავლობაში, ACG-მ აზერბაიჯანის სახელმწიფოს საშუალოდ დღეში 5.5 მილიონი კუბური მეტრი ასოცირებული გაზი მიაწოდა (ჯამში 2 მილიარდი კუბური მეტრი). ძირითადად სანგაჩალის ტერმინალზე, ამასთანავე სოკარის ნავთობის ქანების ობიექტზე. წარმოებული ასოცირებული გაზის ნარჩენის რეინიექცია განხორციელდა რეზერვუარში წნევის შესანარჩუნებლად.
სანგაჩალის ტერმინალი
2023 წელს ACG-ის და Shah Deniz-ის საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი და გაზი ზღვისქვეშა მილსადენებით სანგაჩალის ტერმინალისკენ მიედინებოდა.
ტერმინალს ამჟამად დღეში 1.2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის და კონდენსატის გადამუშვება და შაჰ-დენიზის საბადოზე მოპოვებული დაახლოებით 81 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი გაზის გადამუშვება შეუძლია. თუმცა საერთო ჯამში ტერმინალის გაზის გადამუშავების და ექსპორტის სიმძლავრე, ACG-ს ასოცირებულ გაზთან ერთად დაახლოებით დღეში 100 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრია.
წლის მანძილზე სანგაჩალის ტერმინალმა დაახლეობით 230 მილიონი ბარელი ნავთობის და კონდენსატის ექსპორტი განახორციელა. მათ შორის, 229 მილიონი ბარელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის გავლით და დაახლოებით 1 მილიონი ბარელი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (ბაქო-სუფსის) გავლით.
გაზის ექსპორტი განხორციელდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის, სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების სისტემის და აზერბაიჯანის გაზის მილსადენების საშუალებით, რომელიც სანგაჩალის ტერმინალის გაზის გადამამუშავებელ მოწყობილობებს აზერიგაზის ეროვნულ გამანაწილებელ სისტემასთან აკავშირებს.
2023 წლის განმავლობაში, სანგაჩალის ტერმინალიდან ექსპორტზე დღეში საშუალოდ 71 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი (დაახლოებით 2,515 მილიონი სტანდარტული კუბური მეტრი) შაჰ-დენიზის გაზი გადიოდა.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი (BTC)
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიის (BTC Co.) აქციონერები არიან: bp (30.10%), SOCAR (25.00%), MOL (8.90%), Equinor (8.71%), TPAO (6.53%), Eni (5.00%), TotalEnergies (5.00%), ITOCHU (3.40%), INPEX (2.50%), ExxonMobil (2.50%) and ONGCVidesh (2.36%).
2023 წლის განმავლობაში, BTC-ს საქმიანობის ფარგლებში ჩვენი საოპერაციო დანახარჯი დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი 46 მილიონი აშშ დოლარი.
1768კმ სიგრძის მილსადენმა 2006 წლის ივნისში ფუნქციონირების დაწყებიდან 2023 წლის სექტემბრის ბოლომდე ჯამში 4.2 მილიარდზე მეტი ბარელი ნედლი ნავთობი გაატარა (561 ტონაზე მეტი). 5557 ტანკერი დაიტვირთა და გაიგზავნა მსოფლიო ბაზრებზე. 2023 წლის 18 იანვარს, BTC-მ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია ჯამში 4 მილიარდი ბარელი ნავთობი გაატარა.
2023 წლის განმავლობაში, დაახლოებით 227 მილიონი ბარელი (30 მილიონ ტონაზე მეტი) ბი-თი-სი-ს მიერ ექპორტირებული ნედლი ნავთობი ჯეიჰანის ტერმინალზე 313 ტანკერში ჩაიტვირთა.
ბი-თი-სი ამჟამად ძირითადად აზერბაიჯანიდან ACG-ის ნედლი ნავთობის და შაჰ-დენიზის კონდენსატის ტრანსპორტირებას ახორციელებს. ბი-თი-სი-ს საშუალებით ასევე გრძელდება კასპიის რეგიონის ნედლი ნავთობის და კონდენსატის (ყაზახეთის, თურქმენეთის და სოკარის არა აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოს) სხვა მოცულობების ტრანსპორტირება.
შაჰ-დენიზი
Shah Deniz-ის წილობრივი მონაწილეობა: bp (operator - 29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.0%) და NICO (10.0%),
2023 წლის მანძილზე, ბიპი-ს და მისი პარტნიორების საოპერაციო დანახარჯმა შაჰ-დენიზის პროექტში 2194 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო კაპიტალური დანახარჯი 892 მილიონი აშშ დოლარი იყო, მათ შორის უმეტესი შაჰ-დენიზ 2-ის პროექტთან იყო დაკავშირებული.
წარმოება
წლის განმავლობაში შაჰ-დენიზის საბადომ განაგრძო გაზის მიწოდება ბაზრებისთვის აზერბაიჯანში (აზერკონტრაქტისთვის), საქართველოში (საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციისთვის), თურქეთში (ბოტაშისთვის) და კომპანია ბი-თი-სი-სთვის სხვადასხვა ლოკაციებზე და მყიდველებისთვის ევროპაში.
2023 წლის განმავლობაში, საბადომ ჯამში 26 მილიარდ სტანდარტულ კუბურ მეტრზე მეტი გაზი აწარმოა და დაახლოებით 4 მილიონი ტონა (დაახლოებით 35 მილიონ ბარელი) კონდენსატი შაჰ-დენიზ ალფა და შაჰ-დენიზ ბრავო პლატფორმებიდან.
შაჰ-დენიზის არსებული მოწყობილობების საწარმოო სიმძლავრე ამჟამად დღეში 77 მილიონ სტანდარტულ კუბურ მეტრ გაზზე მეტია, რაც წელიწადში 28 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება.
პროექტი შაჰ-დენიზ 2
2023 წლის განმავლობაში, შაჰ-დენიზ 2-ის პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა და 2024 წლის დასაწყისში იგეგმება აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგიდან წარმოების დაწყება.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, პროექტის ფარგლებში დასავლეთ-სამხრეთის ფანგზე ორი ახალი ჭაბურღილი გაეშვა.
ბურღვა
2023 წელს, შაჰ-დენიზის ალფა პლატფორმის საბურღი დანადგარი სრული დატვირთვისთვის მზადყოფნის რეჟიმში მუშაობდა.
საბურღი დანადგარების საშუალებით საერთო ჯამში 21 ჭაბურღილის ბურღვა დასრულდა. დასრულებულ ჭაბურღილებში შედის ხუთი ჭაბურღილი ჩრდილოეთის ფლანგზე, ოთხი დასავლეთის, ოთხი აღმოსავლეთ-სამხრეთის, ხუთი დასავლეთ-სამხრეთის და სამი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთის ფლანგებზე.
სამხრეთ კავკასიის მილსადენი
The SCP Co-ს აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).
2023 წლის მანძილზე, SCP-ს საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 77.7 მილიონ აშშ დოლარი იყო და კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 13.8 მილიონი აშშ დოლარი.
SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
2023 წლის განმავლობაში, SCP-ის გაზის საშუალო გატარება იყო 60.1 მილიონი კუბური მეტრი დღეში.
საძიებო სამუშაოები
აზერი-ჩირაგ-გუნაშლის საბადოზე 2023 წლის 7 თებერვალს ახალი ჭაბურღილი (A22z) გაიჭრა და აპრილში დასრულდა. ჭაბურღილიდან მიღებული მონაცემების შესწავლა მიმდინარეობს, რაც საშუალებას მოგვცემს შევაფასოთ ღრმაწყლებში არსებული გაზის რეზერვუარები.
საძიებო ჭაბურღილი (SDX-8) შაჰ-დენიზის კონტრაქტის შესაბამისად 2023 წლის 20 იანვარს გაიჭრა ზღვისქვეშ 7000 მეტრზე და ბურღვის სამუშაოები დროებით უსაფრთხოდ შეჩერდა. ეს საშუალებას მოგვცემს შევისწავლოთ საბადოს მწარმოებელი ქანების ქვეშ ღრმად მდებარე ქანებში არსებული პოტენციური მარაგები. ამჟამად მიმდინარეობს მიღებული მონაცემების შესწავლა.
შაფაგ-ასიმანის საზღვაო ბლოკზე დასრულდა ბურღვის სამუშაოები პირველ საექსპლუატაციო ჭაბურღილზე - SAX01. არსებული ნახშირწყალბადების რესურსების შეფასება და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა მიმდინარეობს.
ადამიანები
2023 წლის ბოლოს კომპანიაში 237 ადამიანი იყო დასაქმებული.
ბი-პი საქართველოს თანამშრომლების 99%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.
ბი-პი-ს ძალისხმევა მიმართულია თანამშრომლების სწავლების და განვითარების პროგრამების ოპტიმიზაციისკენ და კომპანია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი და კერძო სექტორის ინიციატივებში, რათა წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ტალანტის ბაზრის განვითარებაში.
სოციალური ინვესტიციები
საქართველოში, ისევე როგორც კასპიის რეგიონში, ბი-პი-ს პროექტების წარმატება გარკვეულწილად დამოკიდებულია ოპერატორის შესაძლებლობაზე შექმნას ხელშესახები სარგებელი ამ პროექტებიდან რეგიონის მოსახლეობისთვის. ამის მისაღწევად ბი-პი და მისი პარტნიორები აგრძელებენ მნიშვნელოვანი სოციალური ინვესტიციების პროექტების განხორციელებას, მათ შორის განათლების დარგში, ადგილობრივი მოსახლეობის უნარ-ჩვევების და შესაძლებლობების გაზრდის, და მოსახლეობისთვის სოციალური ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, მცირე ბიზნესის წამოწყების და მისი განვითარების ხელშეწყობისთვის, დაფინანსების და ტრენინგების საშუალებით. ასევე კულტურული მემკვიდრეობის და სპორტის ხელშეწყობის და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ტექნიკური მხარდაჭერის საშუალებით.
2023 წლის განმავლობაში ბი-პი-მ და პარტნიორებმა, (რომლებიც იმ ერთობლივი საწარმოების აქციონერები არიან, რომელთა ოპერატორიც ბი-პი-ა), საქართველოში სოციალური ინვესტიციის პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე ჯამში 700 000 აშშ დოლარზე მეტი დახარჯეს. გაგრძელდა ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის განხორციელება სამივე მილსადენის, (ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი და სამხრეთ კავკასიის მილსადენი), გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობისთვის.
ამასთანავე 2023 წელს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სოციალური ინვესტიციების პროექტები განხორციელდა. დაფინანსდა თბილისის მუზეუმების გაერთიანების ტექნიკური მხარდაჭერის, გარემოსდაცვის/ბიომრავალფეროვნების და განათლების პროექტები. მათ შორის ორი პროექტი ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის.
საქართველოში განხორციელებული სოციალური ინვესტიციების პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია: www.bpgeorgia.ge
ნანახია: 637
მსგავსი სიახლეები
clickss