2025-10-19

07:00

ისტორიაში პირველად უმცროსი “ბორჯღალოსნები” 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ

სპორტი
16-02-2024 11:40
ისტორიაში პირველად უმცროსი “ბორჯღალოსნები” 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ითამაშებენ!
იტალიის ქალაქ პარმაში 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი გაიმართება. ტურნირში საქართველოს 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მონაწილეობას პირველად მიიღებს.
უმცროსი “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 30 მარტს შოტლანდიასთან გამართავენ, 3 აპრილს - საფრანგეთს, 7 აპრილს კი ინგლისს დაუპირისპირდებიან. ფესტივალში სულ რვა გუნდი მონაწილეობს.
ქართველი მორაგბეები მზადებას 19 თებერვალს ქუთაისში დაიწყებენ, პარმაში გამგზავრებამდე კი, 26 მარტს, ისინი “ლიონის” 18-წლამდელთა გუნდთან ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებში ექვსი ერის გუნდებთან თამაშის გამოცდილება აქვს - 2012-2015 წლებში ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები ამ თამაშებში მონაწილეობდნენ, 18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული კი 2018 წლიდან ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები