2025-09-19

03:07

შსს-ს თანამშრომლებმა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 6 პირი დააკავა

სამართალი
16-02-2024 11:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შიდა ქართლში 6 პირი დააკავეს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: 1991 წელს დაბადებული ზ.კ. (მეტსახელად „კეკო“), 1986 წელს დაბადებული ნ.მ. (მეტსახელად „მაჩიტა“), 1989 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.თ. (მეტსახელად „ბაბუცა“).
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულები არიან: 2000 წელს დაბადებული ლ.ლ. და 2004 წელს დაბადებული გ.ი.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ერთად დასაქმებულ ბრალდებულებს - ლ.ლ.-ს და გ.ი.-ს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კონფლიქტი წარმოიშვა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბრალდებულებმა, კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს“ წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც ბრალდებულებს შორის „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1243

მსგავსი სიახლეები

2025-09-18 19:11
სამართალი

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

2025-09-18 11:29
სამართალი

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მ

პოლიციამ ბათუმის აეროპორტში 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

2025-09-17 16:23
სამართალი

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა

2025-09-17 15:32
სამართალი

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

TV პირველი: თითქმის 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დაკავებული კახა კოტორაშვილია

2025-09-15 15:29
სამართალი

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შსს-ის განცხადებით, ელენე ხოშტარიას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები