2025-01-15

09:15

საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“

ჯანდაცვა
14-02-2024 12:10

AHF საქართველო უერთდება კონდომის საერთაშორისო დღეს სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”

13 თებერვალი კონდომის საერთაშორისო დღეა!  უნდა გვახსოვდეს, რომ კონდომი  არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება. AHF საქართველო უერთდება კონდომის საერთაშორისო დღეს სლოგანით “ყოველთვის მოდაშია”, რითაც კიდევ ერთხელ შეახსენა აზოგადოებას, რომ კონდომი საუკეთესო და უსაფრთხო საშუალებაა აივ-ს, სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. კონდომის საერთაშორისო დღეს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მოგიწოდებთ „უბრალოდ გამოიყენეთ“

კონდომის საერთაშორისო დღესთან (ICD) დაკავშირებით, შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობამ საქართველოში (AHF) მედიისა და  კრეატიული სააგენტოს წარმომადგენლებთნ, ასევე  მხარდამჭერებთან ერთად საგანმანათლებლო შეხვედრა გამართა თემაზე „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“, რათა ხაზი გაესვას კონდომის მნიშვნელობას და დაეხმაროს ადამიანებს, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში, სექსუალურ განათლებასა და კონდომების ხელმისაწვდომობაში.

ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა  უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება ჩაეტარებინა: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცათ.

"კონდომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. კონდომის საერთაშორისო დღე წარმოადგენს პლატფორმას, რომ მოვუწოდოთ მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციებს ხელი შეუწყონ პოპულარიზაციას და შესაძლებელი გახადონ ქვეყანაში ხელმისდაწვდომობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ყოველწლიურად, 1,7 მილიონ ახალი აივ ინფიცირების შემთხვევაა მსოფლიოში. სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ამ დღეს დაგეგმილი აქტივობები. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება უფასო და ანონიმური სწრაფი ტექსტირება და დარიგდება კონდომები,” – განმარტავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს პროგრამის მენეჯერი ნინო ხეთაგური.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად ინფიცირდება სგგი-ით, ხოლო 1990 წლიდან მოყოლებული 117 მილიონი ახალი აივ ინფექცია თავიდან იქნა აცილებული კონდომის გამოყენების შედეგად. სწორედ ამიტომ, კონდომის საერთაშორისო დღეს და შემდგომ, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს - კონდომი წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას აივ/შიდსთან ბრძოლაში.

ყოველწლიურად, 13 თებერვალს, კონდომის საერთაშორისო დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო კონდომები და აუცილებელი ინფორმაცია კონდომის სწორი გამოყენებისა და სექსუალური ჯანმრთელობის სხვა საკითხების შესახებ. კონდომის საერთაშორისო დღეს 2024-ში, ჩვენ შევახსენებთ ყველას, რომ კონდომი არის უსაფრთხო და საუკეთესო საშუალება აივ ინფექცია/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.

კონდომის საერთაშორისო დღის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს  www.LoveCondoms.org

_______________________

შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტ ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.

მსგავსი სიახლეები

2024-12-27 14:54
ჯანდაცვა

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და

პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია

2024-12-24 21:29
ჯანდაცვა

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა

ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

2024-12-23 15:52
ჯანდაცვა

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ

ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო

2024-12-13 15:18
ჯანდაცვა

ავერსის ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?

სეზონური გრიპის ვაქცინაციაზე, მის სარგებელსა და ზიანზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა

2024-11-26 14:03
ჯანდაცვა

აღმოჩენილია კავშირი COVID-ის ინფექციასა და სიმსივნის ზომის შემცირებას შორის

მეცნიერების თქმით, ეს სპეციალური უჯრედები, რომლებიც ცნობილია როგორც "სტიმულირებადი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები