2025-11-01

17:18

არჩევნებზე დამკვირვებელთა მოწვევის მიზნით, საგარეო უწყებამ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს წერილით მიმართა

საზოგადოება
14-02-2024 11:51
2024 წლის 12 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დირექტორს, მატეო მეკაჩის საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილშია აღნიშნული, ხელისუფლების მიზანია გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად და აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობა ეუთო/ოდირ-ის წარმომადგენლებს, ქვეყანაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იწვევს.
წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველო მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამთავრობო გეგმაში, დამკვირვებლების მოწვევის თარიღად 2024 წლის თებერვალია განსაზღვრული.
უკან დაბრუნება

ნანახია: 1014

მსგავსი სიახლეები

2025-10-22 13:27
საზოგადოება

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის ადგილობრივი მსაჯების ვინაობა ცნობილია

2025-10-21 16:46
საზოგადოება

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

„ევროპა დონა საქართველო“ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ექიმთან და პაციენტებთან მრგვალ მაგიდას გამართავს

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები