კონდომის საერთაშორისო დღეს შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მოგიწოდებთ „უბრალოდ გამოიყენეთ“

თბილისი, საქართველო (13 თებერვალი 2024), კონდომის საერთაშორისო დღე! უნდა გვახსოვდეს, რომ კონდომი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება.
13 თებერვალს, შიდსის ჯანდაცვის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში (AHF) კონდომის საერთაშორისო დღესთან (ICD) დაკავშირებით, მედიის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად გამართავს საგანმანათლებლო შეხვედრას თემაზე „უსაფრთხო სექსი და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები“, რათა ხაზი გაესვას კონდომის მნიშვნელობას და დაეხმაროს ადამიანებს, საკუთარი ჯანმრთელობის დაცვაში, სექსუალურ განათლებასა და კონდომების ხელმისაწვდომობაში. ადგილზე ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ჩაიტაროს უფასო და ანონიმური 4 კომპონენტიანი ტესტირება: აივ ინფექცია, C და B ჰეპატიტები და სიფილისი. „ერთი ჩხვლეტა, 4 პასუხი“ სკრინინგის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსახლეობას მიაწოდოს ხელმისაწვდომი და ყოვლისმომცველი ჯანდაცვის სერვისები. სემინარის ყველა მონაწილეს საჩუქრად კონდომები გადაეცემათ.
"კონდომებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. კონდომის საერთაშორისო დღე წარმოადგენს პლატფორმას, რომ მოვუწოდოთ მთავრობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუციებს ხელი შეუწყონ პოპულარიზაციას და შესაძლებელი გახადონ ქვეყანაში ხელმისდაწვდომობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საკუთარი თავისა და ახლობლების დაცვის საშუალება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ყოველწლიურად, 1,7 მილიონ ახალი აივ ინფიცირების შემთხვევაა მსოფლიოში. სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად ამ დღეს დაგეგმილი აქტივობები. კამპანიის ფარგლებში ჩატარდება უფასო და ანონიმური სწრაფი ტექსტირება და დარიგდება კონდომები,” – განმარტავს შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) საქართველოს პროგრამის მენეჯერი ნინო ხეთაგური.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1 მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად ინფიცირდება სგგი-ით, ხოლო 1990 წლიდან მოყოლებული 117 მილიონი ახალი აივ ინფექცია თავიდან იქნა აცილებული კონდომის გამოყენების შედეგად. სწორედ ამიტომ, კონდომის საერთაშორისო დღეს და შემდგომ, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს - კონდომი წარმოადგენს უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებას აივ/შიდსთან ბრძოლაში.
ყოველწლიურად, 13 თებერვალს, კონდომის საერთაშორისო დღეს მთელ მსოფლიოში ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ უფასო კონდომები და აუცილებელი ინფორმაცია კონდომის სწორი გამოყენებისა და სექსუალური ჯანმრთელობის სხვა საკითხების შესახებ. კონდომის საერთაშორისო დღეს 2024-ში, ჩვენ შევახსენებთ ყველას, რომ კონდომი არის უსაფრთხო და საუკეთესო საშუალება აივ ინფექცია/შიდსის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების და დაუგეგმავი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
კონდომის საერთაშორისო დღის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს www.LoveCondoms.org
_______________________
შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტ ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.
ნანახია: 600
მსგავსი სიახლეები

AVERSI-ს ბლოგი: გრიპის ვაქცინა – რეალური საფრთხე თუ თავდაცვის ერთადერთი გზა?
თუ მაინცდამანიც გარდაუვალია დაავადებულის მოხვედრა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას,

PSP-ს ბლოგი: რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად

PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას აღვიქვამთ, როგორც თავისუფალ ბიზნესზე მორიგ ზეწოლას და
პოსტსაბჭოთა სივრცეს, რუსეთის ლოჯისტიკური საწყობებიდან, ამარაგებდა მრავალი დასავლური კომპანია

პაციენტები იმედს არ კარგავენ, რომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების სახელმწიფო პროგრა
ასაკთან ასოცირებულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თვალის დაავადებებია. ამიტომ, სიცოცხლის

დაფინანსების შემთხვევაში, უამრავი ადამიანი მხედველობას შეინარჩუნებს - რას ითხოვენ პაციენტები და ექიმ
ექიმები ამბობენ, რომ მათთვის მორალურად რთულია, როცა არსებობს ეფექტიანი მედიკამენტები და მათ პაციენტები იმის გამო
clickss