2025-06-03

06:49

Culinary Connection Euskadi-Georgia: კახეთში ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი გაიმართება

ბიზნეს ნიუსი
13-02-2024 10:38

2-3 მარტს, კახეთში, 2024 წლის მთავარი კულინარიული მოვლენა, საქართველოსა და ბასკეთის გასტრონომიული კონგრესი - “Culinary Connection Euskadi-Georgia” ჩატარდება.

კონგრესის ფარგლებში მოეწყობა პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები და კულინარიული შოუ, რომელსაც ცნობილი ბასკი და ქართველი შეფები გაუძღვებიან. ღონისძიება 250-ზე მეტ ადამიანს უმაპისნძლებს.  კონგრესზე მოწვეულები იქნებიან საქართველოს ყველა კუთხეში მოქმედი  სასტუმროებისა და რესტორნების შეფ-მზარეულები.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ბასკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ასევე ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და Mantala-ს ორგანიზებით ტარდება. ბასკეთი-საქართველოს გასტრონომიული კონგრესი, მიზნად ისახავს არა მხოლოდ კულინარიულ ოსტატობის, არამედ - ენოგასტროტურიზმისა და ქართული სამზარეულოს განვითარებას.

გასტრონომიულ კონგრესს გაუძღვებიან და მასტერკლასებს ჩაატარებენ ბასკეთისა და საქართველოს წამყვანი რესტორნებისა და სასტუმროების მასტერშეფები და სომელიები:

ცნობილი ქართველი შეფები თეკუნა გაჩეჩილაძე და დავით ნარი ნარიმანიშვილი.

პილი მანტეროლა - რესტორან ირიბარის“ შეფი

ენრიკე ფლაიშმანი - რესტორან ბაილარას" მთავარი შეფი

ხაბი გოროჩატეგი - სოლ რეპსოლის მფლობელი და რესტორანკასა ჯულიანის” მასტერ შეფი

ჯონ აიალა - რესტორან "ლაია ერეტეგიას" შეფი

იგორ არრეგი - რესტორან კაია კაიპეს” შეფი

ხუან კარლოს კარო - „ზელაი ჩიკი“

შუა იბანეზი - რესტორან „არზაკის“ სომელიე.

კონგრესის ფარგლებში,  ბასკეთის კულინარიული ცენტრის წარმომადგენლები, ბასკი შეფები და სომელიები  იმოგზაურებენ კახეთში, სადაც, ქართველ შეფებთან ერთად, დააგემოვნებენ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

კონგრესის მასპინძლები და ბრენდამბასადორები არიან დადუნა ღლონტი და ქეთი კვიჭიძე.

ენოგასტროტურიზმი და ექსპერიმენტები ქართული სამზარეულოს განვითარებისთვის

შეფების კვალიფიკაციიდან და კონგრესის მისიის სრული დაფარვიდან გამომდინარე, რესტორნებსა და სასტუმროებში ვიზიტები ენოგასტრონომიული ტურის გარდა,  ტურისტული ადგილმდებარეობების გაცნობასა და  შეფასებასაც მოიცავს. შეფები ადგილზე საკუთარი და საუკეთესო პრაქტიკებიდან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებენ.

ფინალურ ღონისძიებაზე, ექსკლუზიურად მოწვეულ სტუმრებს გალა სადილით ბასკი შეფები  გაუმასპინძლდებიან. 3 დღის განმავლობაში, ქართული და ბასკური სამზარეულო გასტრონომიის პროფესიონალთა ყურადღების ცენტრში მოექცევა.

“Culinary Connection Euskadi-Georgia”-ის მთავარი მხარდამჭრები არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია.

ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და მანტალას შესახებ

ბასკური კულინარიული ცენტრი წარმოადგენს უნიკალურ ეკოსისტემას, სადაც ინოვაცია, კვლევა და მეწარმეობა გასტრონომიის განვითარებისა და ხელშეწყობის თანმდევია.

ცენტრის მისია ემყარება ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა ინოვაცია, ოსტატობა და სოციალური ვალდებულება. ბასკური კულინარიული ცენტრი, რომელიც 2011 წლის სექტემბრიდან სან სებასტიანში ფუნქციონირებს, არის პიონერი დაწესებულება, რომელიც  აღიარებულია გასტრონომიულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და კვლევისა და ინოვაციების ცენტრის მიერ.

Mantala Basque Gastronomy მიზნად ისახავს ბასკური გასტრონომიის პოპულარიზაციას და განვითარებას, ცოდნის გაცვლის ხელშეწყობას. „მანტალას“ მხარდამჭერები არიან ბასკეთის კულინარიული ცენტრი, “Hazi Fundazioa“.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები