საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერმინისტრობის კანდიდატს და ნდობის გამოცხადებისათვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დეპუტატებმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს, რომელმაც სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ სტიქიურ და ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„უმრავლესობის სხდომა მინდა დავიწყო სამძიმრით იმ ადამიანების, ოჯახების, მეგობრების და მთელი ქვეყნის მიმართ, რომლებიც გუშინ, გუშინწინ ზემო აჭარასა და ბაღდათში დაიღუპნენ. ასევე ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა სამი ადამიანი. განსაკუთრებული სამძიმარი მინდა გამოვთქვა მიშო ბიძინაშვილის მიმართ და მედიის წარმომადგენლებს ვუთხრა ჩვენი სამძიმარი. ძალიან რთული დღეები იყო, დამწუხრებულები ვართ, ჩვენი გულწრფელი სამძიმარი მათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქციის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ უმრავლესობის სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდა.
ნანახია: 894
მსგავსი სიახლეები

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,
შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვე
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა

არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათ
არჩილ გორდულაძე - დღეს მათ უწევთ თქვან, რომ არჩევნები შედგა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს, ეს მათი არჩევანიც არ არის, ეს არის მათი პატრონებისგან გაცემული დავალება და ამ დავალებასაც, როგორც ყურმოჭრილ მონებს შეეფერებათ, ასრულებენ

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
clickss