2025-02-15

07:16

მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 3 ცხედარი

საზოგადოება
07-02-2024 09:09
იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნეერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.
სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები

მსგავსი სიახლეები

2025-02-13 12:51
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!

პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა ლოზუნგით - გავხადოთ ამერიკა ისევ დიადი. იგივე ლოზუნგით ოპერირებს

2025-02-11 15:56
საზოგადოება

კონგრესის ბიუროს განცხადება საქართველოში შექმნილ გადაუდებელ ვითარებასთან დაკავშირებით

ქვეყანაში 3-4 თებერვალს კონგრესის პრეზიდენტის, პირველი და მეორე ვიცე-პრეზიდენტების და გენერალური

2025-02-06 15:02
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“: „თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩე

სხვადასხვა წლებში ვთანამშრომლობდი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთაან, რომელთა

2025-02-04 15:31
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: მოკლე კომენტარი მინდა გავაკეთო ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

2025-02-04 12:12
საზოგადოება

საქართველოს პარლამენტთან მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლამენტის გვერდითა შესასვლელთანაც გადაინაცვლეს, რა დროსაც





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები