ალექსანდრე ხვთისიაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

2024 წლის 31 იანვარს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის შეხვედრა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩთან, მალიკ მურზალინთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის, ასევე, საპარლამენტო დელეგაციების ვიზიტების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში შემავალი საკითხების ფართო სპექტრი. განხილული იყო უახლოეს პერიოდში ორ ქვეყანას ეკონომიკის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების და გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის საქართველო-ყაზახეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი რაუნდის ჩატარების და ორივე ქვეყანაში მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები.
ნანახია: 805
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის
უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ
თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს
ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა
საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების
clickss