2025-10-26

03:13

ჰუსიტები ბრიტანულ გემს დაესხნენ თავს

მსოფლიო
05-02-2024 11:23

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ წითელ ზღვაში მათი სამიზნე გახდა ბრიტანული სავაჭრო გემი, რომელიც „ოკუპირებულ პალესტინის პორტებში მიდიოდა“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერმა იაჰია სერიმ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გააკეთა და მასში ნათქვამია, რომ „შესაბამისი საზღვაო რაკეტებით“ „აშშ-გაერთიანებული სამეფოს მიერ იემენზე თავდასხმის საპასუხოდ“ წითელ ზღვაში ინგლისურ სავაჭრო გემს „შესაბამისი საზღვაო რაკეტები“ ესროლეს.

სერიმ აღნიშნა, რომ გემი, რომელსაც ისინი თავს დაესხნენ, წავიდა (ისრაელზე მითითებით) "ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიაზე"  და რომ შეტევები ისრაელის გემებზე ან ისრაელში მიმავალ გემებზე წითელ ზღვასა და ომანის ზღვაში გაგრძელდება მანამ, სანამ ღაზის ბლოკადა არ მოიხსნება და ისრაელის თავდასხმები არ დასრულდება.

ჰუსიტებმა, ისრაელის ღაზაზე თავდასხმებზე საპასუხოდ 31 ოქტომბერს  იემენის სანაპიროებთან ისარელის კომპანიების სავაჭრო გემების დაკავება, ზოგიერთზე კი დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა დაიწყეს.

აშშ-ს ძალებმა განაცხადეს, რომ ამ პერიოდში არაერთხელ ჩამოაგდეს იემენიდან გასროლილი რაკეტები და კამიკაძე დრონები.

გლობალური ვაჭრობის დაახლოებით 12 პროცენტი ხორციელდება სუეცის არხის გავლით, რომელიც აკავშირებს ხმელთაშუა ზღვას წითელ ზღვასთან და გვთავაზობს უმოკლეს გზას ევროპასა და აზიას შორის.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები