ჯონ კირბი: შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შესაძლებელია თურქეთმა კვლავ მიიღოს მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში, თუ იგი აღმოფხვრის შეშფოთების საფუძველს S-400-ებთან დაკავშირებით (რომლებიც მან რუსეთისგან შეიძინა). ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ყოველდღიურ ბრიფინგზე F-35-ების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
კითხვაზე „თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვის შემდეგ შეუძლია თუ არა ამ ქვეყანას დაუბრუნდეს F-35 პროგრამას“, კირბიმ თქვა: "ჩვენი მოლაპარაკებები ამ საკითხზე გრძელდება. თუ თურქეთი შესძლებს ჩვენი შეშფოთების საფუძველი ამ საკითხთან დაკავშირებით აღმოფხვრას, მაშინ მისი მონაწილეობა F-35-ის პროგრამაში შეიძლება აღდგეს“.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორია ნულანდმა, რომელსაც შეხვედრები ჰქონდა თურქეთში შაბათ-კვირას, განაცხადა, რომ ისინი სიამოვნებით მიიღებენ თურქეთს F-35-ის პროგრამაში, თუკი რუსეთისგან შეძენილ S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებით სიტუაცია მოგვარდება.
ნანახია: 785
მსგავსი სიახლეები

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss