2025-01-17

22:36

ევროკავშირის დაფინანსებით ბოლნისში ადგილობრივმა მეწარმეებმა პროდუქციის ხარისხისა და გაყიდვების გაზრდა შეძლეს

ბიზნეს ნიუსი
30-01-2024 16:01

ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ინიაციატივა „ბოლნისის მოდელი – წარმატებული მაგალითი ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის“ დასრულდა. ორწლიანი პროექტის შედეგები ქალაქში გამართულ ფორუმზე შეაჯამეს, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორების, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ბიუჯეტმა 250 000 ევრო შეადგინა, საიდანაც 200 000 ევრო ევროკავშირის გრანტია, ხოლო 50 000 ევრო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინასებას წარმოადგენს. აღნიშნული დაფინანსების შედეგად, ადგილობრივი მეწარმეებისთვის რამდენიმე სიახლე დაინერგა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხის ზრდასა და ლოკალური ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას. უფრო კონკრეტულად:

ბოლნისის აგროცენტრში დაინერგა ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომლის მიზანია, გააუმჯობესოს ისეთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტანდარტები, როგორებიცაა: მარცვლეული, რძე და ღვინო;

შეიქმნა ონლაინ – პლატფორმა www.bolnisiagrocenter.ge, რომელმაც ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის ციფრულ არხებში განთავსებისა და გაყიდვის შესაძლებლობა მისცა. ამავდროულად გაამარტივა პროცესი იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან, ბოლნისში წარმებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვით.

ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა „მდგრადი და მწვანე ქალაქის სტრატეგია“; დამონტაჟდა ენერგოეფექტური სკამები და მოეწყო ენერგოეფექტური ავტობუსის გაჩერება. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ტურისტულ სივრცეებს, რომლებიც დღეს ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს იზიდავს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კატალინ გერმანი აღნიშნავს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების განვითარება და ეკონომიკური გაძლიერება ევროკავშირის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ვფიქრობთ, მუნიციპალიტეტების განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც უნდა ვკონცენტრირდეთ. ეს ძალიან სასარგებლო საქმეა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ ევროკავშირი ყოველთვის მოხარულია, მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს. კანდინდატის სტატუსი საშუალებას იძლევა, უფრო ინტენსიური გახდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა, რაც თავისთავად გულისხმობს დიდ შესაძლებლობებს რეგიონალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. მჯერა, ამ შესაძლებლობას მუნიციპალიტეტები კარგად გამოიყენებენ“.

“მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) წარმოადგენს ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მიმართულია მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენ. M4EG ინიციატივა მიზნად ისახავს, ადგილობრივ ხელისუფლებათა ეკონომიკურ გაძლიერებას. ეს თავის მხრივ ეხმარება მუნიციპალიტეტებს დაგეგმონ და განახორციელონ ეფექტური ცვლილებები საკუთარ რეგიონებში. სამოქმედო გეგმების განსაზღვრის შემდეგ, მუნიციპალიეტეტების მიერ განვითარებული პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.

მსგავსი სიახლეები

2025-01-14 14:59
ბიზნეს ნიუსი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება - 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზ

მგზავრთნაკადის რაოდენობა – 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა 2023 წელი – 5 986 754 მგზავრი

2025-01-05 18:50
ბიზნეს ნიუსი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს

ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება.

2025-01-03 11:20
ბიზნეს ნიუსი

საახალწლოდ კომპანია „ბეკომ“ თავისი მორიგი, ახალი ფილიალი გახსნა, ახლა უკვე სამგორი მოლში!

სამგორი მოლში გახსნილ ფილიალში წარმოდგენილია ყველა სახის თანამედროვე საოჯახო ტექნიკა. მაღაზიის სივრცეში

2024-12-25 15:34
ბიზნეს ნიუსი

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" ოფისში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ეგეოსის ტყავი

გურთიადის თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი სტუმრებს ქვეყნის ინდუსტრიულ სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ

2024-12-17 13:32
ბიზნეს ნიუსი

ასოციაცია "გურთიადის" თავმჯდომარე, ოქტაი ოზთურქი წევრი კომპანიის, Best Elektrik საქართველო

თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია "გურთიადის" სახელით ვულოცავთ კომპანია Best Elektrik-ის წარმომადგენელს საქართველოში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები