2025-05-09

20:58

კახა ოქრიაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: ზუსტად ვიცი, 2024-ში ვეღარ „გვათოხლებენ“!

საზოგადოება
30-01-2024 10:34
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: ბატონი ივანიშვილი, ახლა უკვე ოფიციალური უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრად იურისტ-კონსტიტუციონალისტ კობახიძეს დანიშნავს, რომელმაც დიდი ექსპერტივით ეკონომიკაზე დაიწყო საუბარი. კობახიძეს გაუგია, რომ ხალხს სიღარიბე და დაბალი შემოსავლები აწუხებს და ამიტომაც საუბრობს ეკონომიკაზე, რომლის ბაიბურშიც არ არის! 2003 წლიდან 2023 წლამდე საქართველოს ეკონომიკა 7,5-ჯერ გაიზარდა, მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ეკონომიკა ევროკავშირში შესვლის შემდეგ გაზარდესო.
მარტო ამითაც ჩანს ორი რამ: პირველი - არ მოსწონს ამ კაცს, ევროკავშირში რომ გვინდა! გააჩნია სასტარტო პირობებს - 2003 წელს ჩვენ ნულიდან, მინუსებიდან დავიწყეთ, ბალტიისპირეთის ქვეყნები კი უკვე კარგად ცხოვრობდნენ. მისი თქმით, თურმე, გერმანიაში დღეს ხალხი სამჯერ უკეთ ცხოვრობს, ვიდრე საქართველოში. სამჯერ უკეთაც ცხოვრობს და რვაჯერაც. ამიტომაც ეს არის მორიგი თაღლითობა, რომ 2024-ში კიდევ ერთხელ „გვათოხლონ“! და მეორე - საქართველოს ეკონომიკამ ნახტომები 2003-2012 წლამდე პერიოდში გააკეთა, ბატონო კობახიძევ, ხოლო 2012-დან დღემდე ბიტკოინების ქარხნების და ერთი-ორი სასტუმროს გარდა, არაფერი აშენებულა, არცერთი ახალი დარგი არ „ამოქოქილა“ და ისიც ხომ გასაგებია, რატომ?!
„ქართული ოცნება“ ვერასდროს ააშენებს ეკონომიკას, რადგან ის ვერასდროს ააშენებს სამართლიან სახელმწიფოს. ეს ორგანიზაცია სრულად დაცლილია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხისგან, ამ პარტიაში დარჩნენ მხოლოდ მორჩილი, პირად გამდიდრებაზე ორიენტირებული ადამიანები.
ერთი სიტყვით, 2012 წელს, ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გაქნილმა „ოცნებამ“ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას „გვათოხლა“ და ახლაც, ეკონომიკის აღორძინების და შედეგად, მოსახლეობის გამდიდრების ახალი „სათოხლაო“ გეგმა შემოგვიგდეს. ბატონებო, 12 წელი გქონდათ ეკონომიკის გასაზრდელად და 2017 წელს ჩვენს ხალხს უკვე წალკოტში უნდა ეცხოვრა - ვადა გაგივიდათ!
დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ახალი, კოალიციური ხელისუფლება მოვა გამჭვირვალე, დეტალურად ჩაშლილი ეკონომიკური ზრდის პროგრამით, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გეგმით, რომელშიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მთავარი მაინტეგრირებელი ფაქტორი სწორედ საქართველოს ეკონომიკური ნახტომები იქნება.
ასე რომ, მე იმედიანად ვარ! საუკუნეების სიბრძნეა, რომ ყველა ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებს. ისეთი ყალბი და გაქნილი ხელისუფლება კი, როგორიც ჩვენ გვყავს, არ დაგვიმსახურებია და ზუსტად ვიცი, რომ 2024 წლის არჩევნებზე ვეღარ „გვათოხლებენ“!", - აღნიშნულია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025-04-29 11:08
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, პროკურატურის თანამშრომლები მასთან დილით მივიდნენ

2025-04-15 13:07
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: იმედია, "ოცნების" ქაოტური, 180 გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრ

შეუძლებელია, ურთიერთგამომრიცხავი სტრატეგიული ურთიერთობები გვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკურ

2025-04-11 15:17
საზოგადოება

ევროკავშირის ახალი საინფორმაციო პუნქტი საქართველოს ქალაქ ახალციხეში გაიხსნა

საინფორმაციო პუნქტი იქნება პლატფორმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და მედიისთვის

2025-04-10 17:34
საზოგადოება

პროექტს თავად სძენ მუხტს იყოს საინტერესო, გახადო მიმზდველი საზოგადოებისთვის და ის გრძელვადიან პროექტ

თითქმის 20 წელი ჯეპრაში ვარ… ამ ხნის განმავლობაში იმდენი რამ შეიცვალა. გავიზარდეთ, განვითარდით, დავიხვეწეთ…

2025-04-10 16:14
საზოგადოება

თბილისში მშვიდობის, ნდობის საერთაშორისო წლისა და თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავისადმი

დამსწრე საზოგადოებასთან საუბრისას, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დ. სეითმამედოვმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები