აშშ კმაყოფილია ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების გადაწყვეტილების ხელმოწერით
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ კმაყოფილია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების ხელმოწერით. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სოციალური ქსელის X-ის ანგარიშზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ მივესალმებით თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის მიერ ნატოში შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დამტკიცებას“.
ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელიან შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ვაშინგტონში ჩასვლას და შვედეთის ნატოს 32-ე წევრად გახდომას.
„შვედეთი და ალიანსი (ნატო) ერთად უფრო ძლიერები არიან“. - აღნიშნა ბლინკენმა.
პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის სოციალური ქსელის ანგარიშით გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გადაწყვიტა გამოქვეყნდეს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის მიერ მიღებული კანონი შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებაში გაწევრიანების შესახებ და ხელი მოაწერა საპრეზიდენტო გადაწყვეტილებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლთან დაკავშირებით და პროტოკოლი დაამტკიცა“.
მოგვიანებით შესაბამისი გადაწყვეტილება ოფიციალური მაცნეს განმეორებით ნომერში გამოქვეყნდა.
ნანახია: 685
მსგავსი სიახლეები
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა
clickss