2024-11-21

17:17

კობახიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები!

საზოგადოება
25-01-2024 16:32
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „რუსული ოცნების“ ლიდერშიპისგან, მათ შორის კობახიძისგან, ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ ისე უნდა გაანადგურონ, 35 მანდატს ქვემოთ დატოვონ. რას ნიშნავს ეს განცხადება? „ქოცბანდა“ საკუთარი მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წასვლას აანონსებს. ეს პირდაპირი განაცხადია, რომ ყველაფერს გააკეთებენ ხელისუფლების შესანარჩუნებლად: დაიჭერენ, მოისყიდიან, სცემენ, დახოცავენ, რათა გაანადგურონ კონკურენტები. ჰყავთ კიდეც დაჭერილი უამრავი ადამიანი, მათ შორის, მესამე პრეზიდენტი, პიჯაკების საქმეზე. დიქტატურა სხვა კი არაფერია?!
რატომ არ ისმის არცერთი სიტყვა „რუსული ოცნებისგან“, თუ როგორ ააყვავეს ქვეყანა და როგორ გააგრძელებენ ამას, როგორ გააათმაგეს ხელფასები და გაზარდეს ეკონომიკა?! არ ისმის იმიტომ, რომ ყველა მიმართულებით ჩაფლავებულნი არიან! ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან გააქციეს. ზუსტად ჩვენი ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდას და არა ხელისუფლება. ხელისუფლება საერთოდ რომ არ გვყავდეს, უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნებოდა!
სწორედ ამ მიდგომების შედეგია პოლარიზაცია - „ოცნება“ არა საკუთარი პარტიის და ქვეყნის განვითარებაზე, არამედ კონკურენტის განადგურებაზე ფიქრობს და ამით ღუპავს ქვეყანას, რომელიც ვერ ეღირსა კვალიფიციურ მმართველობას.
ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყველა ეტაპზე, ერთ რამეს გვასწავლის: როცა საქართველო იყო ერთიანი, ვერცერთმა მტერმა ვერ დაგვჩაგრა, მაგრამ როცა ქვეყანა მოღალატეებით ივსებოდა, ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ჩვენ გვჭირდება ერთობა! ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყველა მოღალატე და შიდაგანხეთქილების მსახური ამ ქვეყანას და მივიღებთ სწრაფი, ძლიერი მშენებლობის დაწყებისთვის კარგ საფუძველს, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2024-11-20 17:30
საზოგადოება

VIDEO: 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველოს ჟურნალისტიკის რესურსცენტრს გადაეცა

2024-11-18 15:29
საზოგადოება

VIDEO: საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე საქართველოში დაბრუნდა

ევროვიზიაზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, ნათია მშვენიერაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოქმედებითმა

2024-11-16 11:42
საზოგადოება

ცესკო-ს სხდომაზე "ნაციონალების" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი

ცესკო-ს სხდომაზე დავით კირთაძემ პროცედურასთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა. რეგლამენტის ამოწურვის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარე

2024-11-11 15:53
საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 11 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 3 მსჯავრდებულ პირს პენიტენციურ დაწესებულებაში

2024-11-05 12:32
საზოგადოება

კახა ოქრიაშვილი: „პირადად მე არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!“

ვის აწყობს, ვის აძლევს ხელს, ვინ აორგანიზებს ამ მასობრივ ნიჰილზმს?! ეს ადვილი მისახვედრია: ხალხის ნაწილი ბუნებით პესიმისტია, ნაწილი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები