2025-07-01

03:59

იაპონიაში "მის იაპონიის" ტიტული უკრაინელ ქალს მიანიჭეს

კულტურა
25-01-2024 12:09
იაპონიაში "მის იაპონიის" ტიტული ეროვნებით და წარმოშობით უკრაინელს - 26 წლის კაროლინა შიინოს მიანიჭეს. შესაბამისად, ტიტულის მინიჭებამ იაპონურ საზოგადოებაში მწვავე დისკუსია გამოიწვია.
"რატომ გახდა "მის იაპონია" ეროვნებით უკრაინელი? იაპონელ ქალებს ხომ განსაკუთრებული იმიჯი აქვთ, რომელიც განსხვავდება ევროპელი ქალების გარეგნობისაგან. ესე იგი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რუსი რომ ყოფილიყო, კონკურსში მონაწილეობას ხომ აუკრძალავდნენ?", - წერენ იაპონელები.
1998 წელს, როცა კაროლინა 6 წლის იყო, დედამისი ცოლად იაპონელს გაჰყვა და ტერნოპოლიდან ნაგოიაში გაემგზავრა. კაროლინა ნატურალიზებით იაპონიის მოქალაქე გახდა, მაგრამ 'მასში არავითარი "იაპონურობა" ან "იაპონელობა" არ არის.
თვითონ კაროლინა თავს იაპონელად თვლის, მაგრამ იაპონელები მას უკრაინელად თვლიან.
კონკურსის "მის იაპონიას" ორგანიზატორმა აი ვადამ თავი იმართლა და ფილოსოფიურად განაცხადა:
"კონკურსს ახლებურად უნდა მივუდგეთ და თანამედროვე გაგებით გავიაზროთ, თუ რა არის იაპონური სილამაზე.. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ იაპონური სილამაზე არც გარეგნობაშია, არც სისხლში [და არც გენეტიკაში]. იაპონური სილამაზე ჩვენს გულებშია".
----------------
დავეთანხმოთ აი ვადას?
რა თქმა უნდა, იაპონელების გადასაწყვეტია, რომელ ქალს როგორ ტიტულს მიანიჭებენ. თუმცა თუ ასე წავა საქმე, მაშინ სულ მალე "მის იაპონიად" შეიძლება შავკანიანი ლამაზმანი ვიხილოთ.
სიმონ კილაძე
პოლიტიკური მიმომხილველი
უკან დაბრუნება

ნანახია: 1073

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები