2025-10-22

17:57

თვითმფრინავი „ილ-76“, რომელშიც 65 უკრაინელი ტყვე იყო, ბელგოროდის რაიონში ჩამოვარდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

მსოფლიო
24-01-2024 15:58

ბელგოროდის რაიონში კატასტროფა განიცადა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავმა „ილ-76“, რომელშიც 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა, ეკიპაჟისა და თანმხლებ პირებთან ერთად. ამის შესახებ რია ნოვოსტიმ ოთხშაბათს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით განაცხადა.

„მოსკოვის დროით დაახლოებით 11:00 საათზე ბელგოროდის რაიონში გეგმიური ფრენის დროს ჩამოვარდა „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი. ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 65 ტყვედ ჩავარდნილი სამხედრო მოსამსახურე, თვითმფრინავის ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დიმიტრი პესკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ბელგოროდის მახლობლად თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. „ჯერ-ჯერობით ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან ეს არის საკმაოდ ახალი ინფორმაცია“, - აღნიშნა მან.

მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა "ინციდენტი კოროჩანსკის რაიონში მოხდა". მისივე თქმით, ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი, ავიაკატასტროფის შედეგად ადგილზე დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები