2025-11-05

01:04

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს!

მსოფლიო
24-01-2024 10:25

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ მათ გაუგზავნეს გამაფრთხილებელი მესიჯი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებმაც ინგლისთან ერთად ახალი თავდასხმები განახორციელა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ და დასძინა, რომ „ომის ფარგლები გაფართოვდება.“ ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, აბდოლაჰიანმა, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად გაემგზავრა, ღაზას სექტორში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ირანის მინისტრმა შეფასებების დროს იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებზეც ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენ გავუგზავნეთ მესიჯები და სერიოზული გაფრთხილებები აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს, რომ მათი თავდასხმები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში, გააფართოვებს ომის ფარგლებს.“

თავის მხრივ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ მათ დაარტყეს შეერთებული შტატების სატვირთო ხომალდს ადენის ყურეში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით.

მათივე თქმით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმა დედაქალაქ სანაზე.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:04
მსოფლიო

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

ღაზაში გათავისუფლებული პირველი შვიდი მძევალი წითელ ჯვარს გადაეცა

2025-10-07 15:17
მსოფლიო

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმების გამარტივებას მხარი დაუჭირა

2025-10-06 09:51
მსოფლიო

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

ნორვეგიის საგარეო უწყება - რეპრესიული კანონები, ოპოზიციის დაპატიმრება ძირს უთხრის არჩევნების ნდობას

2025-10-04 00:05
მსოფლიო

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

უკრაინაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმას ფრანგი ფოტორეპორტიორი ემსხვერპლა

2025-10-03 09:48
მსოფლიო

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა

მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები