2025-10-19

00:48

ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საზოგადოება
23-01-2024 12:33

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმის ოფიციალური წარდგენის ღონისძიებაში მიღო მონაწილოება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ევროპის საბჭოსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, ბიორნ ბერგემ გახსნეს. 

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას არჩევნების მნიშვნელობაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. თავის გამოსვლაში მან საარჩევნო ადმინისტრაციისა და ევროპის საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ თანამშრომლობის მსგავსი ფორმატები საარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან განვითარებას უწყობს ხელს.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სარჩევნო საკითხებს. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწაზე, ადმინისტრაციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური არჩევნების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ასევე ვიმედოვნებ, რომ მრავალი ერთობლივი პროექტი გვექნება ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენებასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1478-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული. აღნიშნული დოკუმენტი მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.

სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან შემდგომ დაახლოებას.

მსგავსი სიახლეები

2025-10-13 10:31
საზოგადოება

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

გაფრთხილება 13 ოქტომბრის ამინდის შესახებ

2025-10-06 12:51
საზოგადოება

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თით

ლევან მახაშვილი - "გამიჯვნა რომ დაიწყეს, ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ახლა გამოდის, თითქოს მხოლოდ პაატა ბურჭულაძე, მანჯგალაძე და სხვები არიან ამ პროცესში დამნაშავეები, რა თქმა უნდა, არა"

2025-10-06 12:06
საზოგადოება

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქს

„ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკა“ გთავაზობთ ციფრულ სტომატოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტესა და ხარისხს

2025-10-06 11:15
საზოგადოება

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახალი თაობის, განახლებული დიზაინის საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და ბინადრობის ელექტრონული მოწმობების გაცემას იწყებს

2025-10-04 14:52
საზოგადოება

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა

ილია მეორემ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები