2025-05-19

19:34

განგვონის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიხსნა

სპორტი
20-01-2024 11:31

განგვონის (სამხრეთ კორეა) IV ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გუშინ საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს „კანინის ოვალმა" უმასპინძლა. აღიმართა მასპინძელი ქვეყნის დროშა, შემდეგ შედგა მონაწილე ქვეყანათა აღლუმი. საქართველოდან დროშის ტარების პატივი ერგოთ მოციგავე ლუკა მიქაბერიძეს და ტრამპლინიდან მხტომელ ესმირალდა ალიევს. აღლუმს მოჰყვა ოლიმპიური დროშის აღმართვა, შესრულდა ოლიმპიური ჰიმნი.

ახალგაზრდა ოლიმპიელებს სიტყვით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა. IOC-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების როლზე, ასევე მოუწოდა იყვნენ პასუხისმგებლობიანები: „ახლა თქვენი დროა. თქვენ მიუყვებით მათ ნაკვალევს, ვინც შექმნა სპორტის ისტორია, ოლიმპიური მოძრაობა. მათ შორის არის პიონჩანის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები.

გაიღეთ საუკეთესო თქვენს პირველ ოლიმპიურ სარბიელზე. შეიძინეთ ახალი მეგობრები. პატივი ეცით საკუთარ თავს და მეტოქეს. პატივი ეცით ოლიმპიურ ღირებულებებს, წესებს.

მოხალისეებო, ახლა თქვენი ბრწყინვალების დროც არის. მადლობა ყველას.

პატივცემულო ახალგაზრდებო, მონაწილეებო, სტუმრებო, მაყურებლებო მოგმართავთ დევიზით: „სწრაფად, მაღლა, ძლიერად, ერთად."

თომას ბახის შემდეგ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა თამაშები გახსნილად გამოაცხადა.

წესისამებრ ფიცი დადეს სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა.

თამაშების გახსნის ცერემონიის კულმინაცია იყო „კანინის ოვალზე" ოლიმპიური ჩირაღდნის შემობრძანება და შემდეგ ოლიმპიური ცეცხლის დანთება.

გახსნის ცერემონია გაჯერებული იყო K Pop-ის მუსიკალური ნომრებით.

შეგახსენებთ, რომ განგვონის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობას მიიღებს 78 ქვეყნის 1900 - მდე სპორტსმენი, მათ შორის საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) იასპარეზებს 6 სპორტსმენი.

ფიგურული ციგურაობა

1. ინგა გურგენიძე

2. კონსტანტინე სუპატაშვილი

 

ტრამპლინიდან ხტომა

1. ესმირალდა ალიევი

2. გიორგი დიაკონოვი

 

საციგაო სპორტი

1. საბა ხაჩიძე

2. ლუკა მიქაბერიძე

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ხელმძღვანელობს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელია სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 15:26
სპორტი

საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნ

ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის იყო შესაძლებლობა თავი ეჩვენებინათ არა მხოლოდ

2025-05-16 12:38
სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად 2024 წელს გერმანიაში

2025-05-15 10:28
სპორტი

საქართველო 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე A ჯგუფში იასპარეზებს

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლის შანსი აქვს

2025-05-13 18:34
სპორტი

პარაძიუდოისტები საბა ბაღდავაძე და გიორგი ქალდანი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ!

ასევე პარაძიუდოისტმა გიორგი ქალდანმა (-70 კგ) ფინალში იაპონელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები