ფონ დერ ლეიენი დავოსში: „რუსეთი ვერ აღწევს სტრატეგიულ მიზნებს“

„უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. ფონ დერ ლეიენმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს და მისთვის პირველ რიგში, ეს არის სამხედრო მარცხი“. აქვე მან დაამატა, რომ უკრაინაში შეღწევის ნაცვლად, რუსეთმა დაკარგა „სამხედრო პოტენციალის დაახლოებით ნახევარი“. „რუსეთი ასევე განიცდის ეკონომიკურ მარცხს. სანქციებმა მის ეკონომიკას წაართვა თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები. ახლა რუსეთი მხოლოდ ჩინეთზეა დამოკიდებული.
მისივე თქმით, რუსეთის რუსეთი მარცხდება დიპლომატიურ არენაზეც. „ფინეთი შეუერთდა ნატოს. მალე შვედეთიც მოჰყვება მას. უკრაინა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა დასძინა, რომ „უკრაინელებს სჭირდებათ პროგნოზირებადი დაფინანსება 2024 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. „მათ სჭირდებათ იარაღის სტაბილური მიწოდება, რათა დაიცვან თავიანთი ქვეყანა და დაიბრუნონ მისი კანონიერი ტერიტორია. მათ სჭირდებათ შესაძლებლობა, შეაჩერონ მომავალი თავდასხმები რუსეთის მხრიდან. და მათ ასევე სჭირდებათ იმედი. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი ბრძოლით ისინი შვილების უკეთეს მომავალს მოიპოვებენ და უკრაინის საუკეთესო მომავალი ევროპაა“.
დავოსის ფორუმის ფარგლებში ურსულა ფონ დერ ლაიენი ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. „ჩვენი გული თქვენს ჯარისკაცებთანაა ფრონტის ხაზზე. [უკრაინის] მომავლის რწმენა ევროკავშირში მათ ძალას მისცემს. ევროკომისია წინ უძღვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერის ვებ-გვერდზე.
წელს დავოსის ეკონომიკურმა ფორუმმა შეკრიბა 100-ზე მეტი მთავრობის, ყველა ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციის და 1000 ფორუმის პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი. მას ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, წამყვანი ექსპერტები, ახალგაზრდობის წარმომადგენლები, სოციალური მეწარმეები და ჟურნალისტები.
მეტის გასაგებად:
ნანახია: 803
მსგავსი სიახლეები

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი
ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში

ავსტრალიამ განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ტანკებს გაუგზავნის
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკამ საბოლოოდ დაიწყო გრძელი საზღვაო მგზავრობა ბრძოლის ველისკენ, აშშ-ის

თურქეთი იმედოვნებს, რომ სტამბოლის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის მშვიდობისთვის ახალ ფურცელს გადაშლის
ფიდანმა დაამატა, რომ შეხვედრა ასევე მოამზადებს ნიადაგს ნატოს ივნისში ჰააგაში დაგეგმილი სამიტისთვის

ხამენეის მრჩეველი: ირანმა შეიძლება დათმოს გამდიდრებული ურანი აშშ-თან შეთანხმების ფარგლებში
ამერიკული მედიის ცნობით, ოთხშაბათს ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის მრჩეველმა ალი შამხანიმ
clickss