გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტი ხუთ ქვეყანაში დაინერგა

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტები კარიბის ზღვის აუზის ხუთ ქვეყანას ეწვივნენ. ინფორმაციას გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანი იყო საქართველოში შექმნილი „ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემის“ აღნიშნულ ქვეყნებში ტრანსფერი და წარმატებით დანერგვა. NAITS-ს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერით.
„ამ ეტაპისთვის NAITS-ი საერთაშორისო მასშტაბით უკვე დაინერგა შემდეგ ქვეყნებში მას შემდეგ, რაც მათ აღნიშნული სისტემისადმი ინტერესი გამოხატეს: ანტიგუა და ბარბუდაში, ბარბადოსში, გაიანაში, სენტ-ლუსიაში და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებში. სისტემის დანერგვა მიმდინარეობს კიდევ ორ ქვეყანაში – ჩრდილოეთ მაკედონიასა და მავრიკის კუნძულებზე.
NAITS-ი არის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც აღრიცხავს საქართველოში კანონით იდენტიფიცირებადი შინაური ცხოველების შესახებ სხვადასხვა მონაცემებს. პროექტი ემსახურება ქვეყანაში სასურსათო რისკების შემცირებას და მეცხოველეობის სექტორში პროდუქტიულობის ზრდას. NAITS-ის მიზანია, ცხოველთა და მათი პროდუქტების მიკვლევადობით, ხელი შეუწყოს ცხოველთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებასა და სურსათის უვნებლობას. ის ეხმარება ფერმერებს, გავიდნენ რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე და შეძლონ ევროკავშირის ბაზრის საიმპორტო მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროგრამა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესრულებაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნანახია: 678
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss