„ანადოლუს“ ქართველი ჟურნალისტი დავით კაჭკაჭიშვილი, რომელიც ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად დაშავდა, თავს კარგად გრძნობს
საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხარკოვზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ჟურნალისტი და ოპერატორი დავით კაჭკაჭიშვილია.
როგორც კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იგი სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა, როდესაც შენობაზე ორი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა. მისივე თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად, პირადად მან მცირე დაზიანება მიიღო.
სარაკეტო იერიშის შედეგად ასევე დაშავდა „ანადოლუს“ ფოტორეპორტიორი ოზგე ელიფ კიზილი.
დავით კაჭკაჭიშვილის ინფორმაციით, ისინი ამ ეტაპზე უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ ხარკოვში, სასტუმრო კომპლექსზე სარაკეტო დარტყმა რუსულმა ძალებმა გვიან ღამით განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი.
ნანახია: 830
მსგავსი სიახლეები
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ქართველები ბარსელონაში ლიცეუს კონსერვატორიის სცენაზე ამღერდნენ
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცი
ბათუმში ოფთალმოლოგიური კონფერენცია გაიმართება თემაზე „ბადურის ინტრავიტრეალური მკურნალობის ოპტიმიზაცია და დიაბეტური რეტინოპათიის მართვა“
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელე
34 ოქრო, 125 ვერცხლი და 145 ბრინჯაო! - IWSC-ის ჟიურიმ მედალოსანი ღვინოები და მაღალალკოჰოლური სასმელები გამოავლინა
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ
PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა
clickss