2025-10-26

05:36

გივი მიქანაძე პარიზში იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს შეხვდა

პოლიტიკა
11-01-2024 11:06

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელს სურია საად-ზოის შეხვდა.

შეხვედრაზე გივი მიქანაძემ სურია საად-ზოის ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ახალგაზრდობის მიმართულებით მიმდინარე საქმიანობაზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაზე, 2024 წლიდან ახალგაზრდობის სააგენტოს გადასვლაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და პარლამენტში ანალოგიური ცვლილებების თაობაზე საკომიტეტო დონეზე.

იუნესკოს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ისაუბრეს საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობაში მმართველი გუნდის ინიციატივით შეტანილ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, 2022 წელს საჯარო სექტორში სტაჟირება გახდა ოფიციალური და ჩაითვალა სამუშაო სტაჟში, 2024 წლიდან კი ანაზღაურებადი გახდა.

სურია საად-ზოიმ მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდობის სექტორში საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და განსაკუთრებით აღნიშნა სტაჟირების კუთხით მიღწეული პროგრესი.

იუნესკოს ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელმა ისაუბრა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ინფორმაციის რეგულარულად ურთიერთგაცვლის აუცილებლობაზე.

შეხვედრაზე შეთავაზებული იქნა ახალგაზრდობის საკითხებზე იუნესკოს პილოტირების სქემაში საქართველოდან ორი მუნიციპალიტეტის ჩართვა, აგრეთვე, სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობაზე მზადყოფნა.

შეხვედრის დასასრულს მხარეები აქტიურ კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გოჩა ჯავახიშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი თეა ქარჩავა ესწრებოდნენ.

პარლამენტის პრეს-სამსახური

მსგავსი სიახლეები

2025-10-21 10:15
პოლიტიკა

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

2025-10-20 14:52
პოლიტიკა

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდ

"ფორმულა" ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა

2025-10-20 10:08
პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

2025-10-16 10:47
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა,

შალვა პაპუაშვილი - ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში 4-ზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ "ხალხის მდინარეში" ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა

2025-10-14 10:32
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 70 პირი შეიწყალა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები