2025-06-07

17:08

ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყანები, მათ შორის საქართველო, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას აპროტესტებენ

პოლიტიკა
10-01-2024 14:11

ევროკავშირმა და ათობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას გმობენ და აპროტესტებენ.

„მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკისგან ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის 2 იანვარს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტების გადაცემა გულისხმობს უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერას.

„ღრმად შეშფოთებულნი ვართ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც ამ თანამშრომლობას აქვს ევროპაში, კორეის ნახევარკუნძულზე, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონსა და მთელ მსოფლიოში“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნები აღნიშნავენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა უხეშად არღვევს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციას.

„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს, დაემორჩილონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეკომენდაციებს და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ქმედება, რომლებიც არღვევს ამ რეკომენდაციებს“, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ასევე ქვეყნები: საქართველო, ალბანეთი, ანდორა, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, გვატემალა, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პალაუ, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, რუმინეთი, სან მარინო, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:46
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას ავსტრიაში გაივლის

უმცროსი „ჯვაროსნები“ 30 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ვენიგცელში შეიკრიბებიან

2025-05-21 16:14
სპორტი

23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლ

თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო

2025-05-21 05:51
სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველო ATP Challenger Tour-ის ტურნირს მასპინძლობს

ამჟამად მერვედფინალში საბა ფურცელაძე იასპარეზებს. მომდევნო ეტაპზე გადასვლას კი ხვალ

2025-05-19 11:31
სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ლა-ნუსიას ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!

პარიზის ოლიმპიადის შემდეგ, რომელზეც ლაშა ბექაური მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, ეს პირველი

2025-05-16 18:08
პოლიტიკა

ინდონეზიამ დააკავა გემი, რომელსაც 426 მილიონი დოლარის მეტამფეტამინი და კოკაინი გადაჰქონდა

საზღვაო ფლოტის განცხადებით, ხელისუფლებამ გემი მაშინ დააკავა, როდესაც ის ცდილობდა შუქების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები