2025-09-01

05:20

ოლაფ შოლცი უკრაინისადმი დახმარების გაზრდის მოწოდებით გამოდის

მსოფლიო
09-01-2024 17:21

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა არ აწვდის უკრაინას საკმარის იარაღს და მოუწოდებს მათ, რომ გაზარდონ ძალისხმევა უკრაინისადმი დახმარების თვალსაზრისით. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრთან, ლუკ ფრიედენთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ უკრაინისთვის ჯერჯერობით დაგეგმილი იარაღის მიწოდება ძალიან მცირეა. ამიტომ, მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს გაზარდონ ძალისხმევა უკრაინის მიმართ“, განაცხადა შოლცმა.

შოლცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ უკრაინის, თავისუფლების, საერთაშორისო სამართლისა და ღირებულებების გვერდით დგას.

შეგახსენებთ, რომ გერმანია უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია აშშ-ს შემდეგ. კანცლერმა შოლცმა განაცხადა, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს კიევისთვის 8 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღისა და მასალების მიწოდებისთვის მზადება მიმდინარეობს.

პრესკონფერენციის დროს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „მე ვიზიარებ კანცლერის აზრს, რომ ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნების სუვერენიტეტის, მშვიდობისა და თავისუფლების საკითხი. უკრაინასა და რუსეთს შორის ომი, რომელიც დაიწყო ორი წლის წინ საშინელი შედეგებია. ეს არის სუვერენიტეტის საკითხი ტერიტორიიდან, რომელიც უკრაინის ნაწილია, ეს უფრო მეტს ეხება“.

მსგავსი სიახლეები

2025-08-18 11:22
მსოფლიო

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

ხარკოვში დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი და ერთი ბავშვი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა

2025-08-11 10:10
მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

დონალდ ტრამპი - ჩვენ მოგცემთ საცხოვრებელ ადგილებს, მაგრამ დედაქალაქიდან შორს

2025-08-11 09:29
მსოფლიო

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2025-05-23 13:39
მსოფლიო

უკრაინა 170 მილიარდი დოლარის ახალი SAFE პროგრამით ევროკავშირის თავდაცვით ძალისხმევას უერთდება

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ბლოკის თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად 150 მილიარდი

2025-05-21 05:59
მსოფლიო

კიმ ჩენ ინს, უკრაინაში რუსეთის დახმარების გამო, შესაძლოა ომის დანაშაულში დასდონ ბრალი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, შესაძლოა ბრალი წაუყენონ ომის დანაშაულში ჰააგაში





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები