2025-10-24

04:42

ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

სპორტი
05-01-2024 14:01

ხორვატიაში (ზაგრები, დუბროვნიკი) სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა წყალბურთში. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 5:22 დამარცხდა.

იტალიელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში, პირველივე მეოთხედში შეძლეს უპირატესობის მოპოვება და შეხვედრის ბოლომდე თამაშის სადავეები ხელიდან აღარ გაუშვიათ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა – საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა პირველობის ერთ-ერთ ფავორიტთან დიდი ანგარიშით წააგო.

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო მატჩს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა 6 იანვარს 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავზებთ.

ტურნირი განახლებული ფორმატით ტარდება. 16 ნაკრები, გასული ევროპირველობის შედეგების მიხედვით, ორ დივიზიონში გადანაწილდა და ოთხგუნდიანი ჯგუფები ჩამოაყალიბა. საქართველოს ნაკრები A დივიზიონში ასპარეზობს.

A დივიზიონი

A ჯგუფი: ხორვატია, ესპანეთი, საფრანგეთი, მონტენეგრო.

B ჯგუფი: იტალია, უნგრეთი, საბერძნეთი, საქართველო.

 საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი:

4 იანვარი, 20:00 | საქართველო-იტალია

6 იანვარი, 20:00 | საქართველო-უნგრეთი

8 იანვარი, 20:00 | საქართველო-საბერძნეთი

B დივიზიონი

C ჯგუფი: სერბეთი, გერმანია, ისრაელი, მალტა.

D ჯგუფი: რუმინეთი, ნიდერლანდები, სლოვენია, სლოვაკეთი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს. ქართველი წყალბურთელების დებიუტი ევროპირველობაზე 2014 წელს ბუდაპეშტში შედგა, სადაც ქართველმა წყალბურთელებმა მე-12 ადგილი დაიკავეს. 2016-ში მე-14 პოზიციაზე გავიდნენ, 2018-ში – მეცამეტეზე, 2020 წელს – მეათეზე, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე (2022 წელს) კი მერვე შედეგი აჩვენეს, რაც ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

2025-10-08 14:20
სპორტი

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

2025-10-03 17:18
სპორტი

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

2025-10-02 12:54
სპორტი

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

2025-09-12 17:50
სპორტი

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

2025-09-11 23:28
სპორტი

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები