საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა საუდის არაბეთის ნაკრებთან გამართა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 31:26 დაამარცხა.
ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ბოლო მოსამზადებელ შეკრებას სლოვენიაში გადის. საუდის არაბეთთან მატჩში საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი (6) გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა. გუნდის კაპიტანმა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ კი ხუთი გოლი მიითვალა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. შეჯიბრება 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება. ჩვენი გუნდი E ჯგუფში შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებებს დაუპირისპირდება. თამაშები მანჰაიმში, „საპ არენაზე“ ჩატარდება.
11 იანვარი, 18:00 | ნიდერლანდები – საქართველო
13 იანვარი, 20:30 | საქართველო – შვედეთი
15 იანვარი, 18:00 | ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო
ევროპის ჩემპიონატს გერმანიის ექვსი ქალაქი უმასპინძლებს – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი, მიუნხენი. ამას გარდა, აღსანიშნავია, რომ გახსნითი მატჩი – დიუსელდორფში, ხოლო ფინალი კიოლნში გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატს სამი დებიუტანტი ნაკრები ეყოლება: ფარერის კუნძულები, საბერძნეთი და საქართველო.
ნანახია: 647
მსგავსი სიახლეები

“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა
“დედა და ილია” - წიგნი ილია თოფურიას დედისა და ოჯახის შესახებ, ესპანურ ენაზე გამოიცა

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის მზადებას იწყებს

ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის

თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება
თბილისში დინამო თბილისის და აიაქსის ლეგენდების ამხანაგური მატჩი გაიმართება

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
clickss