2025-10-30

04:59

EIB Global-მა და საქართველოს ბანკმა 50 მილიონი ევროს მოცულობის სესხის ხელშეკრულება გააფორმეს

ბიზნეს ნიუსი
04-01-2024 13:34

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB, ევროკავშირის ბანკი) საქართველოს ბანკთან 50 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შესახებ განაცხადა. თანხა მცირე და საშუალო საწარმოებისა და საშუალო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების მხარდაჭერას მოხმარდება.

ხელშეკრულების თანახმად, EIB და საქართველოს ბანკი სესხის სულ მცირე 30%-ს მწვანე ინვესტიციებისთვის გასცემენ. ეს EIB-ის მიერ საქართველოს ბანკის შუამავლობით გამოყოფილი პირველი სესხია, რომელიც ამ სფეროს მოხმარდება. 

სესხს, რომელსაც EIB-ის ევროკავშირის მიღმა მოქმედი განყოფილება, EIB Global გამოყოფს, 120 მილიონი ევროს ოდენობის EIB-ის სესხის პროგრამის პირველი ტრანშია. ის, სავარაუდოდ, 160-ზე მეტ კომპანიას მოუტანს სარგებელს და 14,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს უზრუნველყოფს. საქართველოს ბანკი საკუთარი რესურსებიდანაც გამოყოფს იმავე მოცულობის სესხს, რითაც EIB-ის მხარდაჭერას გააორმაგებს.

სესხის მიზანია, გააუმჯობესოს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მიმზიდველი პირობების მქონე გრძელვადიანი დაფინანსების ხარჯზე. კერძოდ, სესხი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივ ვალუტაშიც, რაც ბიზნესებს გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებულ რისკებს აარიდებს. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

მსგავსი სიახლეები

2025-10-20 12:44
ბიზნეს ნიუსი

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

2025-10-16 14:28
ბიზნეს ნიუსი

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

IWSC 2026 Wine & Spirits Judging in Georgia-ს ჟიურის უცხოელი წევრების ვინაობა ცნობილია

2025-10-16 10:40
ბიზნეს ნიუსი

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ PSP დაზღვევამ ახალი ბრენდი – „ვაიზერი“ (Wizer) წარადგინა

2025-10-09 14:42
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 3 დღე

2025-10-01 15:00
ბიზნეს ნიუსი

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე

გურჯაანის ღვინის ფესტივალამდე დარჩა 10 დღე





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები