მეცნიერებმა გამოავლინეს, თუ რატომ იწვევს წითელი ღვინის დალევა ძლიერ თავის ტკივილს

ალკოჰოლის მიღების შემდეგ, მეორე დღეს, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავის ტკივილი. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, თუ რატომ იწვევს წითელი ღვინო თავის ტკივილს უფრო მეტად, ვიდრე სხვა ალკოჰოლური სასმელი.
წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მრავალი განსხვავებული ჰიპოთეზა წამოიჭრა. ზოგი თვლის, რომ წითელ ღვინოში სულფიტების დამატება იწვევს ალერგიულ რეაქციას, რომელიც თავის მხრივ იწვევს თავის ტკივილს. ზოგი კი მიუთითებს წითელ ღვინოში ჰისტამინის მაღალ შემცველობაზე, როგორც შესაძლო დამნაშავეზე. ცოტა ხნის წინ კი, ზოგიერთმა მეცნიერმა ყურადღება გაამახვილა წითელ ღვინოში შემავალი ნაერთების ჯგუფზე, ფლავანოლებზე.
ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, ექსპერტებმა გამოავლინეს ერთი სპეციფიკური ქიმიკატი: კვერცეტინი. თავისთავად, იგი ითვლება ძალიან სასარგებლო ფლავანოლად, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ალკოჰოლთან შერწყმისას კვერცეტინი ბლოკავს ფერმენტების მოქმედებას, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი იყენებს ალკოჰოლის ტოქსიკური ქვეპროდუქტის, აცეტალდეჰიდის დასაშლელად.
რაც უფრო მეტია კვერცეტინი ღვინოში, მით უფრო ნელა ითვისებს ორგანიზმი აცეტალდეჰიდს და ამან შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის ტოქსიკური გვერდითი მოვლენები.
ნანახია: 792
მსგავსი სიახლეები

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -
ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა
EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი
თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა
შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი
ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი
clickss