2025-05-09

22:48

ვიდეო/სენაკის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა

სამხედრო
30-12-2023 13:02

სენაკში, მე-2 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება ჩატარდა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ბრიგადის საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო ანთების ღონისძიება და გალა კონცერტი გაიმართა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა და სენაკის მუნიციპალიტეტის მუსიკალური ცენტრის აღსაზრდელებმა იზრუნეს. 

ღონისძიებაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეების შვილებს სიტყვით თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ მიმართა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. 

სენაკის სამხედრო ბაზაზე ბავშვებისთვის საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც მათ სხვადასხვა გასართობ აქტივობაში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდათ. სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა სამხედროების პირადი აღჭურვილობის გამოფენაც დაათვალიერეს და ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჯარისკაცის ულუფა დააგემოვნეს. 

მსგავსი სიახლეები

2025-05-08 16:49
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დასრულდა!

ნატოს გაძლიერებული ძალების თავსებადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვაზიანში, IV ქვეით

2025-05-08 15:40
სამხედრო

7 მაისს ყაზახეთში ფართოდ აღინიშნა სამშობლოს დამცველის დღე!

ყაზახმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პრეზიდენტი, კასსიმ-ჟომარტ ტოკაევი, დიდ ყურადღებას

2025-05-08 15:31
სამხედრო

იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის რეზიდენციაში უმასპინძლა ვიტორიო ვენეტოს სახ. დივიზიის ს

კრწანისის ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გაიმართა

2025-05-08 11:51
სამხედრო

VIDEO: JTEC-ში „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის საჩვენებელი დღე გაიმართა

საჩვენებელ სწავლებაზე მოწვეულ სტუმრებსა და სწავლებაში მონაწილე სამხედროებს სიტყვით მიმართეს

2025-05-05 12:02
სამხედრო

VIDEO: „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ის ფარგლებში I ბრიგადის სამედიცინო ასეულმა საველე ჰოსპიტალის

საველე სწავლების მთავარი მიზანი სამხედრო სამედიცინო პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები