1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე / შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - "ჯერ არ დასრულებულა"

1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში შეახსენებს მსოფლიოს, რომ ბრძოლა აივ/შიდსის პანდემიასთან ჯერ არ დასრულებულა. ამ დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება, უფლებადამცველები პატივს მიაგებენ ყველას, ვინც შიდსთან დაკავშირებულ დაავადებებს შეეწირა, მხარს დაუჭერენ მათ, ვინც ბრძოლას აგრძელებს და აერთიანებენ ადამიანებს მთელ სოფლიოში აივ/შიდსის დასამარცხებლად.
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აივ/შიდსზე გლობალური რეაგირება სერიოზული საფრთხეების წინაშე დგას, მათ შორისაა: არასაკმარისი დაფინანსება, ყოველწლიურად ახალი 1.3 მილიონი აივ ინფექციის გამოვლენის სახიფათოდ მაღალი მაჩვენებლები, 630 000 აივ/შიდსთან დაკავშირებული სიკვდილიანობა და, არასაკმარისი საპასუხო ქმედებები, განსაკუთრებით დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
გასული წლების მსგავსად, 2023 წლის შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართცველოს წარმომადგენლობაც უერთდება. წელს აქტივობები მიმართული იქნება ახალგაზდების ცნობიერების ამაღლებისკენ და უნივერსიტეტის თვითმართველობის ხელშეწყობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება საინფორმაციო თემატური შეხვედრა, დარიგდება საინფორმაციო მასალები და ნებისმიერი მსურველისთვის ჩატარდება აივ ინფექციაზე სწრაფი და ანონიმური ტესტირება. „შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეძღვნება და მიზნად ისახავს მთავარი გზავნილის შეხსენებას, რომ მხოლოდ საზოგადოების გაერთიანებით არის შესაძლებელი შიდსის პანდემიის დამარცხება. ახალგაზრდების ინფორმირებულობა და ჩართულობა ამ მხრივ განსაკუთრებულ როლს თამაშობს.“ - აღნიშნავს შიდსის ჯანდაცვოს ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო ხეთაგური.
ყოველწლიურად, 1 დეკემბერს, შიდსის მსოფლიო დღეს, აივ/შიდსის აქტივისტებს შესაძლებლობას აძლევს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით გააძლიერონ გლობალური რეაგირება, ებრძოლონ მავნე სტიგმასა და დისკრიმინაციას, რაც ხელს უშლის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით მცხოვრებ ადამიანებს ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების მოძიებაში, და მოუწოდონ მთავრობებს მთელ მსოფლიოში, უზრუნველყონ ხელმისაწვდომი რესურსები და პოლიტიკური ნება აივ/შიდსთან საბრძოლველად. შიდსის მსოფლიო დღეს მსოფლიოს უნდა ახსოვდეს შიდსი ჯერ არ დასრულებულა.
__________________
შიდსის ჯანდაცვის ფონდი (AHF) არის გლობალური არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უახლესი სამედიცინო მომსახურებისა და ადვოკატირების გაწევას 1.9 მილიონზე მეტ ადამიანისთვის მსოფლიოს 45 ქვეყანაში: აშშ-ში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში/კარიბში, აზიაში/წყნარი ოკეანის რეგიონში და ევროპაში. სადღეისოდ, ჩვენ ვართ აივ/შიდსთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების მსოფლიოში ყველაზე დიდი არაკომერციული მიმწოდებელი. AHF-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: www.aidshealth.org, მოგვძებნეთ Facebook-ზე: www.facebook.com/aidshealth და გამოგვიყევით Twitter-ზე: @aidshealthcare და Instagram: @aidshealthcare.
ნანახია: 761
მსგავსი სიახლეები

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) წევრები PSP ფარმას GDP სტანდარტის სერტიფიცირებულ საწყობს ესტუმრენ
ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველოში 2017 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს 100-ზე მეტი

ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP -ს ექსკლუზიური პარტნიორის იტალიური ბრენდის Curasept-
სტუდენტური კონკურსის ფარგლებში IV-V კურსის სტუდენტებისთვის პაროდონტოლოგიის ძირითადად

საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებ
დღეიდან, 22 აპრილიდან, ლოქერით მოსარგებლე მომხმარებელს 50 ლარიან შენაძენზე ლოქერში

ექიმმა ჰემატოლოგებმა და პაციენტებმა ჰემოფილიის მკურნალობის შედეგებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს
ღონისძიება გაიხსნა ემოციური ვიდეორგოლით, რომელმაც წარმოაჩინა მკაფიო სხვაობა პაციენტების ცხოვრების

ჰემოფილიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება
შეხვედრას წარუძღვება ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაციის პრეზიდენტი რომანოზ ხომასურიძე, რომელიც
clickss