2025-07-05

15:19

ლევან დავითაშვილმა „500 სტარტაპის დემო დღის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

ბიზნეს ნიუსი
20-12-2023 02:29

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „500 სტარტაპის დემო დღის“ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და აქსელერაციის პროგრამის ორგანიზატორებს, მონაწილეებსა და ბიზნეს-სექტორს სიტყვით მიმართა. 

მინისტრმა ისაუბრა როგორც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე, ისე ზოგადად ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, სტარტაპ ეკოსისტემის ზრდისა და განვითარების აუცილებლობასა და ამ კუთხით სახელმწიფოს როლზე. 

„500 სტარტაპთან“ ერთად უკვე მეხუთედ ვაკეთებთ აქსელერაციის პროგრამის დემო დღეს - როცა სტარტაპერებს საშუალება ეძლევათ, თავისი პროდუქტების და მიგნებების, კომპანიის შესახებ გააკეთონ პრეზენტაცია. მათ ასევე საშუალება აქვთ, ესაუბრონ უშუალოდ ინვესტორებს და, რა თქმა უნდა, იზრუნონ ფინანსების მოზიდვაზე იმისთვის, რომ ახალი კომპანიები, ინოვაციები წარმატებული იყოს და გლობალურ ასპარეზზე გავიდნენ“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

500 Global გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც 2.4 მილიარდიან აქტივებს მართავს. ის ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. ამასთან, 500 Global აქტიურაად თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის კუთხით, სადაც სტარტაპებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობა ექნებათ. ეკონომიკის მინისტრი

საქართველოში ჩატარებული 5 ნაკადის ფარგლებში, 60-ზე მეტ სტარტაპს ჰქონდა ინტენსიური აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის საშუალება, მათ შორის ადგილობრივი სტრატაპ-კომპანიების გარდა იყვნენ სტარტაპები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ლიეტუვადან და სხვა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა სტარტაპ-სისტემის გასავითარებლად წლების განმავლობაში თანმიმდევრულად მუშაობს. 

„მიმდინარე წელი იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - კერძო ინვესტორებთან ერთად უკვე ვენჩურული ფონდი დავაფუძნეთ, სადაც ასევე პროფესიონალი მმართველი კომპანია გვყავს იმისთვის, რომ სტარტაპ კომპანიებმა არამხოლოდ უცხოეთში სცადონ დაფინანსების მოზიდვა, არამედ საქართველოშიც. და, რა თქმა უნდა, ასევე მიეცეთ შესაძლებლობა, რომ მათი წამოწყებები უფრო წარმატებული იყოს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც გააგრძელებს ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ტრანსფორმაციისთვის.

მსგავსი სიახლეები

2025-05-19 11:17
ბიზნეს ნიუსი

თუ ადრე 5-7 მაღაზიას ვხსნიდით, წელს 4-5-ის გახსნაა დაგეგმილი, რათა ხარჯები მინიმუმამდე დავიყვანოთ -

ამჟამად ყველა რაღაცის მოლოდინშია და ფულის დახარჯვა არ უნდა იმ დონეზე, რაზეც წესით უნდა იყოს

2025-05-15 11:41
ბიზნეს ნიუსი

VIDEO: ბათუმმა ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენას EBIT 2025-ს უმა

EBIT 2025 ხელს უწყობს ტურიზმის სექტორში ინოვაციების გაცვლას, ბიზნესკონტაქტების გაფართოებასა

2025-05-15 10:19
ბიზნეს ნიუსი

რით შეიძლება დავაინტერესოთ ინვესტორები? - მეჰმედ მელექის პასუხი

თუმცა, ბიზნესმენის აზრით, ქვეყანას მეტი მუშაობა სჭირდება უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად

2025-05-12 15:19
ბიზნეს ნიუსი

ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა EBIT 2025 დასრულდა

შეგახსენებთ, რომ 9 მაისს, ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო

2025-05-12 13:46
ბიზნეს ნიუსი

მაქსიმუმს არ ვაკეთებთ. საქართველოს თურქეთში ექსპორტის მეტი შესაძლებლობა აქვს - მეჰმედ მელექი

ამჟამად 2.3 მლრდ დოლარია თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა. აქედან 1.9 მლრდ დოლარის ექსპორტი





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები