2025-06-02

00:16

თბილისში ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

კულტურა
09-12-2023 04:44

8 დეკემბერს თბილისში გაიხსნა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის და ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა „ჰეიდარ ალიევი და თანამედროვე საქართველო“. გამოფენის გახსნის ცერემონიას, რომელიც ჩატარდა სააგენტო AZERTAC-ის ინიციატივით და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს საორგანიზაციო მხარდაჭერით, ესწრებოდნენ ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის დეპუტატები ასევე საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწის ჰეიდარ ალიევის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდის ამსახველი იშვიათი ფოტოები, ასევე მისი შეხვედრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან.

ელჩმა ფაიგ გულიევმა სტუმრებს გააცნო აზერბაიჯანის ეროვნული გმირის მოღვაწეობა და მისი მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს /News Day Georgia/ დირექტორმა, ექსპერტმა ავთანდილ ოთინაშვილმა AZERTAC-ის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, რომ ეს გამოფენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობის ინფორმირებაში ჰეიდარ ალიევის პიროვნებისა და გენიალურობის შესახებ: „ადამიანები შეისწავლიან ისტორიას არსებული წერილობითი წყაროების მეშვეობით. მაგრამ, ფოტოები თითქოს გვაიძულებენ გავიხსენოთ მათში ასახული ისტორიული მომენტები. შემდეგ კი უფრო ხშირად იწყებ ფიქრს დიდ პიროვნებებზე, მათ შორის ჩვენს ახლო მეგობარზე, ფენომენალურ პიროვნებაზე ჰეიდარ ალიევზე. ეს გამოფენა და ზოგადად მსგავსი ღონისძიებები უკვდავყოფენ აზერბაიჯანელი ხალხის ლიდერის ჰეიდარ ალიევის სამარადისო ხსოვნას“, დასძინა მან.

ფოტოგამოფენის მიმდინარეობისას ორგანიზატორებმა წარმოადგინეს აზერბაიჯანელი და ქართველი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „მეგობრობის სახე“, რომელშიც ასახულია ჰეიდარ ალიევისა და ედუარდ შევარდნაძის მოღვაწეობა და მეგობრობა.

 

ხატაი აზიზოვი

AZERTAC-ის სპეციალური კორესპონდენტი საქართველოში

მსგავსი სიახლეები

2025-05-23 12:36
კულტურა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებში ქართული კულტურის დღეები აღ

ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით

2025-05-21 08:10
კულტურა

თბილისში ინგლისურენოვანი კატალოგის, „ოქროს საწმისი - ქართული ხელოვნება“ (GOlDEN FLEECE -ART OF GEORG

გამოცემა ისტორიას შემოუნახავს ფოტომასალას და სამეცნიერო სტატიებს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში

2025-05-16 10:06
კულტურა

VIDEO: ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

საქართველო წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელიამ, სიმღერით Freedom წარადგინა. სამწუხაროდ

2025-05-15 12:17
კულტურა

მარიამ შენგელია ევროვიზიის კონკურსზე დღეს მე-10 ნომრად წარდგება

მეორე ნახევარფინალში მონაწილე ქვეყნები ხმის მიცემას მას შემდეგ შეძლებენ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტი

2025-05-14 17:01
კულტურა

ევროვიზია 2025-ის პირველ ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები