რატომ უნდა შექმნათ ვებსაიტი?
თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში კომპანიები მუდმივად ითვისებენ ახალ ციფრულ არხებს. ორგანიზაციების დღის წესრიგის განსაზღვრაში დიდ როლს თამაშობს თუ როგორ გამოჩნდება ბრენდი ონლაინ სამყაროში. ვირტუალურ სივრცეში ბრენდის ეფექტური გამოჩენა კი თითქმის შეუძლებელია სწორად შექმნილი ვებსაიტის გარეშე.
დღესაც კი ქართულ ბაზარზე კომპანიების უმეტესობა ვებსაიტს მხოლოდ სავიზიტო ბარათად აღიქვამენ, რომელიც უნდა აჩვენო პოტენციურ დამკვეთს და მორჩა, ამით შემოიფრაგლებიან ხოლმე. რეალურად, სავიზიტო ბარათის გარდა ის არის ციფრული აქტივი, რომელსაც ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის.
კონკრეტულად კი საიტების დამზადება თქვენს წინ შემდეგ შესაძლებლობებს შლის:
სანდოობა - დამკვეთებისგანვე გვსმენია, რომ მოლაპარაკების პროცესში პარტნიორები ხშირად ითხოვდნენ ოფიციალური ვებგვერდის ბმულს. ვებსაიტის შექმნამდე ამის გამო უხერხული სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე, რაც პარტნიორების თვალში ეჭვებს აღძრავდა. საიტის შექმნა კი ამ უხერხულობას თავიდან აგარიდებთ.
თუ ვებსაიტს SEO ოპტიმიზაცია აქვს გაკეთებული და გუგლში მოწინავე პოზიციებს იკავებს, მაშინ ბრენდი გაცილებით სანდო ხდება ონლაინ სამყაროში.
გაყიდვები - ვებსაიტის საშუალებით შეგიძლიათ პროდუქტი ან მომსახურება ონლაინ გაყიდოთ. ეს კი შემოსავლებსა და მოგებაზე დადებითად აისახება.
გაყიდვების ზრდაში მხოლოდ ციფრულ გაყიდვებს არ ვგულისხმობთ. Როგორც წესი მას გავლენა აქვს ფიზიკურ მაღაზიებში გაყიდვების მაჩვნებელზეც. Ჩვენი დაკვირვებით ჩანს, რომ ხშირად ადამიანები ვებსაიტზე ეძებენ პროდუქტს, შემდეგ კი მაღაზიაში მიდიან და იქ ყიდულობენ მას.
ბრენდის ცნობადობა - გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილურად მზარდი კომპანიის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია ბრენდინგი. რას ამბობს კომპანია ვირტუალ სივრცეში, რაზე წერს, რამდენად ხშირად აქვეყნებს ბლოგებს და ა.შ... - ეს აყალიბებს ბრენდის ირგვლივ დაინტერესებულ აუდიტორიას, რომელიც ერთგულ მომხმარებლებად იქცევიან ხოლმე.
ხელმისაწვდომობა 24/7-ზე - ფიზიკურ მაღაზიებში რთულია 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოთ აუდიტორიისთვის, ვებსაიტი კი გაძლევთ შესაძლებლობას მუდმივად დაუკმაყოფილოთ მომხმარებელს ინტერესი. მუდმივი ხელმსიაწვდომობა ზრდის გაყიდვების შანსს და ბრენდისადმი სიმპტათიით განაწყობს ვიზიტორებს.
სავიზიტო ბარათი - სხვა სარგებელთან ერთად ვებსაიტი ერთგვარი სავიზიტო ბარათიცაა. ის თუ რას წარმოადგენს თქვენი კომპანია მარტივად შეგიძლიათ აუხსნათ საიტის დახმარებით. ამით შეგიძლიათ ეფექტურად გადასცეთ ბრენდის მთავარი სათქმელი ინვესტორებს, პოტენციურ დამკვეთებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.
რეალურად ვებსაიტის შექმნას კიდევ უამრავი სარგებლის მოტანა შეუძლია ბიზნესისთვის. უბრალოდ, მხოლოდ აწყობა საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ ტექნიკური მხარე მოწესრიგებული, გამართული და უსაფრთხო იყოს. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს საძიებო სისტემის მოთხოვნებს. მაგ: ხშირად სასიამოვნო დიზაინის მქონე ვებსაიტები ვერ აკმაყოფილებენ გუგლის მოთხოვნებს და ვერ ჩნდებიან საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე. შესაბამისად კარგავენ უამრავ ვიზიტორს და ხელიდან უშვებენ გაყიდვების შესაძლებლობას.
ამიტომ, საიტის შექმნამდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ რას გთავაზობთ დეველოპერი და სწორად უზრუნველყოფს თუ არა ტექნიკურ გამართულობას.
ნანახია: 354
მსგავსი სიახლეები
clickss